ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, არ სურს, შტატების ნაწილი იყოს, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.
კოპენჰაგენში შეკრებილ დაახლოებით 300 გრენლანდიელთან სიტყვით გამოსვლისას ნილსენმა ხაზი გაუსვა ერთიანობის აუცილებლობას.
„2026 წელი ჩვენს ქვეყანაზე დიდი აქცენტით იწყება. იმდენად დიდი აქცენტით, რომ 2025 წელი შორს ჩანს. თუმცა, მხოლოდ რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც არჩევნები გვქონდა და ასევე მას შემდეგ, რაც გრენლანდიაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გვქონდა. ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. და ახლა აქ ვდგავართ. დრო მოითხოვს, რომ ჩვენ ერთად დავდგეთ და ნათლად განვაცხადოთ იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთიანობის დროა და არა შიდა განხეთქილებისა და დისკუსიების. როგორც ვთქვი, გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა. გრენლანდიას, არ სურს აშშ-ის მიერ მართვა და კონტროლი. გრენლანდიას არ სურს, აშშ-ის ნაწილი იყოს. ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს. გრენლანდიას სურს თანამშრომლობა, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული, როგორიცაა დემოკრატია და პატივისცემა“, – განაცხადა ნილსენმა.
დღეიდან ბაღებში ახალი სისტემა ამოქმედდება
1768436070