რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1775850881
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.
სანჩესის თქმით, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა უპასუხოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს.
„არ დავუშვათ, ლიბანი გახდეს ახალი ღაზა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევების ფონზე, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოს, თუ გვსურს, დანარჩენმა სამყარომ გაგვიგოს და გვერდით დაგვიდგეს უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში დამპყრობლის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა სანჩესმა.
ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება უნდა შეაჩეროს.
„გუშინ ესპანეთის მთავრობამ და პირადად მე წარვადგინეთ შეთავაზება, რომ თანმიმდევრულობის მიზნით, ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს, რადგან, ცხადია, ის არღვევს შეთანხმების ბევრ მუხლს. განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.