ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ საკუთარ ოფისებსა და სააგენტოებს განკარგულება მისცა, პერსონალის 20%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინონ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემცირება შეეხება გაეროს 60-ზე მეტ ოფისს, მათ შორის, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ოფისებს, ასევე, ლტოლვილთა დახმარების, გენდერული თანასწორობის, საერთაშორისო ვაჭრობის, ეკოლოგიისა და ქალაქების განვითარების სააგენტოებს.
როგორც გაეროს წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, შემცირება შეეხება დაახლოებით 14 000 თანამდებობის პირს, ან 2 800 თანამდებობას, რომელიც რეგულარული ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემცირება გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გეგმის ნაწილია, რომელიც არსებული 3,72 მილიარდი დოლარის მოცულობის ბიუჯეტის 15-20% შეკვეცას გულისხმობს.