გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
გუშინდელი მოვლენები მკაფიო შეხსენებაა, რომ ერთის უსაფრთხოება ყველას უსაფრთხოებაა. ჩვენ სრული სოლიდარობით ვუდგავართ გვერდით პოლონეთს რუსეთის მიერ მისი საჰაერო სივრცის მიუღებელი დარღვევის შემდეგ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც კოშტა წერს, პოლონეთს აქვს უფლება, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგას.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საჰაერო სივრცის დარღვევები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ყველა ევროპელის უსაფრთხოებას და ჩვენი კონტინენტის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. პოლონეთს მართლაც აქვს უფლება, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგას“, – წერს ანტონიუ კოშტა.
პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევაზე განაცხადეს. პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანეს.
Last night’s events are a stark reminder that the security of one is the security of all.
— António Costa (@eucopresident) September 10, 2025
We stand in full solidarity with Poland following Russia’s unacceptable violation of its airspace. Russia’s continued aggression against Ukraine and reckless airspace incursions into EU…