ანდრიუს კუბილიუსი წერს, რომ ევროკავშირმა მთელი აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ „დრონების კედელი“ უნდა შექმნას

ანდრიუს კუბილიუსი

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი წერს, რომ ევროკავშირმა მთელი აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ „დრონების კედელი“ უნდა შექმნას.

პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, ევროკომისარი წერს, რომ რუსეთი ცდის ევროკავშირსა და ნატო-ს საზღვისპირა სახელმწიფოებს.

„რუსეთი კვლავ ცდის ევროკავშირსა და ნატო-ს საზღვისპირა სახელმწიფოებს. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელი აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ, რაც ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ფლაგმანური პროექტია. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ წევრ სახელმწიფოებთან, მოსაზღვრე ქვეყნებთან და უკრაინასთან. რუსეთი შეჩერდება“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.