ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანას თავს თუ დაესხმება, პრაღა NATO-ს ვალდებულებებს შეასრულებს

ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანას თუ თავს დაესხმება, პრაღა NATO-ს ვალდებულებებს შეასრულებს.

ბაბიშის თქმით, უსაფრთხოების გამოწვევებს ქვეყნის პრეზიდენტთან განიხილავს.

„ამაზე ხმამაღლა რომ არ ვსაუბრობთ და ჟურნალისტები მასალას ვერ იღებენ, არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე არ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ვემზადებით. ღმერთმა დაიფაროს, რუსეთი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანას თავს თუ დაესხმება, მე-5 მუხლის შესაბამისად, ორი ბრიგადა უნდა გავგზავნოთ“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

ცნობისთვის, დასავლეთ ევროპის მთავრობები და სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ იზრდება ალბათობა, რუსეთი გააძლიერებს ჰიბრიდულ თავდასხმებს, მათ შორის დივერსიებს ან შეზღუდულ სამხედრო თავდასხმასაც.

✕