ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია, თუ რა შეთავაზებით აპირებს რუსეთი სტამბოლში მოლაპარაკებაზე ჩასვლას, ეს არასერიოზულია - ზელენსკი

ზელენსკი

ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია, თუ რა შეთავაზებით აპირებს რუსეთი სტამბოლში მოლაპარაკებაზე ჩასვლას, ეს არასერიოზულია, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ახალი დიპლომატიური ნაბიჯებისთვის ემზადება.

„ამჟამად ვმუშაობთ ახალ დიპლომატიურ ნაბიჯებზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთანაც. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველასთან, ვინც დიპლომატიას აზრს სძენს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდო სტამბოლში 2 ივნისს გაიმართება.