„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეს პარტია მაინც აიკრძალება, ეს აღიქმება, როგორც დემოკრატიის დასასრული

ტომაშ ფროელიხი

თუ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მაინც აიკრძალება, ეს აღიქმება, როგორც დემოკრატიის დასასრული, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა.

„ხალხს სურს ნამდვილი პოლიტიკური ცვლილებები, სურს უსაფრთხოება, არ სურს ომი და უნდა დიპლომატიური სამშვიდობო ინიციატივები. თქვენ არ შეგიძლიათ აკრძალოთ ყველაზე ძლიერი პარტია“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.

გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე ფრიდრიხ მერცის პარტია დამარცხდა, გაიმარჯვა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ახლა ოფიციალურ ბერლინში მერცის გადადგომას ითხოვენ.