სასწრაფოს ექიმი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად გარდაიცვალა
1757930770
წესები, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი აწესებს, მხოლოდ და მხოლოდ მის პირად და მემარცხენე, ლიბერალურ ინტერესებს ემსახურება, - აღნიშნა AfD-ს წევრმა, ტეიფუნ აკდემირმა, საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას.
"წესები, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი აწესებს, მხოლოდ და მხოლოდ მის პირად და მემარცხენე, ლიბერალურ ინტერესებს ემსახურება. ეს ვიხილეთ რუმინეთში, სადაც ჯერ არჩევნების შედეგები და მერე საერთოდ არჩევნები გააუქმეს ხალხს.
იგივე ემუქრებოდა საქართველოს, მაგრამ საქართველო ძლიერი სახელმწიფოა, აქვს დიდი ისტორია და ჩვენ გვსურს, რომ იყოს ასევე ევროპის ძლიერი პარტნიორი ისე, რომ ლიბერალურ დღის წესრიგს არ დაემორჩილოს", - აღნიშნა ტეიფუნ აკდემირმა.