1728312638
ალენ დელონის ვაჟი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ალენ დელონის ვაჟი, კრისტიან აარონ ბულონი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, დელონის ვაჟს ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას „ჰემიპლეგიის“ დიაგნოზი დაუსვეს, რაც კუნთების სისუსტეს ნიშნავს.
კრისტიანი გარდაცვლილი მომვლელმა ქალმა იპოვა, რომელსაც მასზე უნდა ეზრუნა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ქალი სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში არ ყოფილა. მომვლელი უკვე დააკავეს.
„მშვიდად განისვენე არი, ტრაგიკული ბედი, სევდა...“ - წერს სოციალურ ქსელში ალენ დელონის მეორე ვაჟი, ენტონი.
ასევე დაგაინტერესებთ:
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ახალი კურსი
1728325350