ალასკაში შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან მაკრონი და ზელენსკი

მაკრონი

ალასკაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი შე ხვდებიან, – ამის შესახებ ელისეის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ლიდერები ერთმანეთს იმ მომენტში შეხვდებიან, როდესაც ეს ყველაზე სასარგებლო და ეფექტური იქნება.

„ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ შეხვდებიან იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაზე სასარგებლო და ეფექტური იქნება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.