აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს - იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს, რა კავშირი აქვს ამას აშშ-თან

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს – „განაგრძე ოცნება“. სულიერი ლიდერი მკაცრად აკრიტიკებს შეერთებული შტატების ლიდერს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის გადასაწყვეტი არ არის, ექნება თუ არა ირანს, ბირთვული მრეწველობა.

„იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, რომ წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს? რა კავშირი აქვს აშშ-თან იმას, ექნება თუ არა ირანს ბირთვული შესაძლებლობები? ასეთი ჩარევა მიუღებელი, არასწორი და მჩაგვრელია“,- ამბობს ხამენეი.

აიათოლა ალი ხამენეი ასევე საუბრობს ბირთვულ შეთანხმებაზე.

„აშშ-ის პრეზიდნეტი ამბობს: „მინდა ირანთან შეთანხმების გაფორმება“. იძულებითი შეთანხმება, არ არის შეთანხმება, ეს თავს მოხვევაა. ირანელი ხალხი ამას არ დაექვემდებარება. ირანზე ზეგავლენას ვერ იქონიებთ ისე, როგორც სხვა ქვეყნებზე“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.

აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს ამერიკის ქალაქებში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ეხმაურება.

„თუ ასეთი ძლევამოსილია, დაამშვიდოს მილიონობით ადამიანი, რომლებიც ამერიკის ყველა შტატში მის წინააღმდეგ გამოდიან“, – აცხადებს ჰამენეი.