1756880280
80 წლის ქალმა ფული გადაურიცხა თაღლითს, რომელმაც უთხრა, რომ კოსმოსურ ხომალდზე გაჭედილი ასტრონავტი იყო

იაპონიაში 80 წლის ქალმა ფული გადაურიცხა ონლაინ თაღლითს, რომელმაც უთხრა, რომ ის ასტრონავტი იყო და კოსმოსურ ხომალდზე იყო გაჭედილი. Sky News-ის ცნობით, მან ქალს უთხრა, რომ ფული ჟანგბადის შესაძენად სჭირდებოდა.
თაღლითმა მსხვერპლს, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოსზე ცხოვრობს, უთხრა, რომ ის ასტრონავტი იყო, რის შემდეგაც მათ ონლაინ ურთიერთობა განაგრძეს.
შემდეგ თაღლითმა უთხრა მას, რომ „ამჟამად კოსმოსურ ხომალდზე იმყოფებოდა“, „თავდასხმის ქვეშ იყო და ჟანგბადი ესაჭიროებოდა“.
ჰოკაიდოს პოლიციის ცნობით, მსხვერპლი, რომელიც მარტო ცხოვრობს, დაიყოლიეს დაახლოებით 7000 დოლარის გაგზავნაზე.
„პოლიცია მიიჩნევს, რომ ოპერაცია რომანტიკული თაღლითობის ნაწილი იყო, სადაც თაღლითები სიყვარულის მაძიებელი ადამიანების უპირატესობით სარგებლობენ“, - ნათქვამია ანგარიშში.