"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
მაშველებმა ქალაქ ქაჰრამანმარაშში 17 წლის ბიჭის და მისი ძმის, ხოლო ადიამანში, 18 წლის ახალგაზრდას ნანგრევებიდან ამოყვანა შეძლეს. სამივე მათგანმა დანგრეული შენობების ქვეშ 198 საათი გაატარა.
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31 643-ს მიაღწია. ინფორმაციას კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამძებრო-სამაშველო და სალიკვიდაციო ოპერაცია სტიქიის დაზარალებულ ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
გაეროს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა 350 000-მდე ადამიანი. გაერომ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.