11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბერი

24 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან - 2001 წელს ალ-ქაიდამ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოაწყო. ამ დღეს, კამიკაძე ტერორისტებმა 4 სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცეს. აქედან ორი ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს, ერთი კი პენტაგონის შენობას დაეჯახა. გამოძიების ინფორმაციით, დაგეგმილი იყო მეოთხე თვითმფრინავის თეთრი სახლისთვის შეჯახება, თუმცა ლაინერი მანამდე ჩამოვარდა.

თავდასხმის შედეგად, 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

11 სექტემბრის მოვლენებმა სათავე დაუდო "ტერორიზმთან გლობალურ ომს" და ფუნდამენტურად შეცვალა, როგორც ქვეყნების უსაფრთხოების პროტოკოლი, ასევე - მიდგომები საგარეო პოლიტიკაში.