1732386875
104 წლის ბებოს პოლიციამ მანქანა ჩამოართვა, რადგან მას ვადაგასული მართვის მოწმობით მართავდა
” 20 წელი ვმართავ, ვიცი, ეს როგორ გავაკეთო“ - ამბობს ჯუზეპინა "გოსე" მოლინარი, 104 წლის ქალი ვიგარანო პიევიდან (ფერარას პროვინცია), რომელიც ერთი კვირის წინათ დააჯარიმეს, რადგან მანქანას ვადაგასული მართვის მოწმობით მართავდა. ქალს მანქანა ჩამოართვეს.
მან უკვე შეუკვეთა ახალი მართვის მოწმობა და აპირებს, მალე დაიბრუნოს წართმეული მანქანა.
როგორც გამოცემა Estense.com-ს უთხრა, "უკვე დანიშნა შეხვედრა, რათა შეამოწმონ მისი მდგომარეობა და განაახლონ ლიცენზია. 104 წლის ქალი დარწმუნებულია, რომ აუცილებლად მიიღებს ახალ მოწმობას.
„ვიცოდი, რომ ვადა უკვე გასული იყო, – ამბობს ქალი გაზეთ „ფერარასთან“, – ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ წავიდოდი და განვაახლებდი. მერე გადავდებდი ხოლმე, ბოლოს გამაჩერეს და წამიყვანეს“.
ქალი მეგობრების მოსანახულებლად და საკუთარი დაბადების დღის დასაგეგმად მიდიოდა, რასაც, როგორც თავად ამბობს, ვერაფრით გადადებდა - „ვიგარანო პიევის კლუბში წვეულებას ვაწყობ და შეხვედრას ვერ გადავდებდი “,- წერს უცხოური მედია
ასევე ნახეთ:
„როგორც შეხვდებით ამ რიცხვს, მთელი წელი ისე წავა“ - ასტროლოგის გაფრთხილება