პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი ფოტოები. ეს პორტრეტები პროგრამა Remini-ს გამოყენებით არის შექმნილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით ახალ ფოტოებს აგენერირებს ან არსებულებს არედაქტირებს.
Remini იტალიაში, მილანში, 2019 წელს შექმნილი პლატფორმაა. Remini-ს გასულ წელს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (generative AI) ელემენტები დაემატა. შედეგად შესაძლებელია, საკუთარი ფოტოები ავტვირთოთ და AI-ს სხვადასხვა სტილის პორტრეტების, ერთგვარი ავატარების, შექმნა ვთხოვოთ. შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტით სურათების რედაქტირებაც.
AI ფუნქციების დამატებამ Remini-ს პოპულარობა მკვეთრად გაზარდა. პროგრამით შექმნილი პორტრეტები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
Remini-ს ვებსაიტის თანახმად, მას თვეში 40 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს; თვეში აპლიკაციას 15 მილიონი ადამიანი იწერს; ჯამში მისი მეშვეობით უკვე 5 მილიარდამდე ფოტო თუ ვიდეოა დარედაქტირებული.
აპლიკაცია Android-ზეც ხელმისაწვდომია და iOS-ზეც. მისით უფასოდ სარგებლობა მხოლოდ გარკვეული ლიმიტების ფარგლებშია შესაძლებელი.
AI პორტრეტების შესაქმნელად პირველ რიგში თქვენი 8-12 ფოტო უნდა ატვირთოთ და საკუთარი გენდერი მიუთითოთ. შემდეგ სურათის "მოდელს" აირჩევთ, ანუ შაბლონს, რომლის სტილსაც თქვენი პორტრეტები გინდათ მოერგოს. აპლიკაციაში სხვადასხვანაირი მოდელი შეგხვდებათ: ვინტაჟური, კლასიკური, ფანტასტიკის ჟანრის, სხვადასხვა პროფესიების მქონე და ა.შ.
ფოტოების მიწოდების შემდეგ პირველი AI პორტრეტების შექმნას შედარებით მეტი დრო სჭირდება. შემდეგ ჯერზე ეს დრო საშუალოდ 2-4 წუთამდე მცირდება. ლოდინის შემდეგ აპლიკაციაში 6 სურათი დაგხვდებათ. შეგიძლიათ, ისინი წაშალოთ ან გადმოწეროთ.
ამ ფუნქციას არამხოლოდ გასართობად, არამედ პროფესიონალური ფოტოების შესაქმნელადაც იყენებენ, საქმიანი მიზნებით.
არსებული სურათების რედაქტირება
აპლიკაციისა და მისი ვებვერსიის მეშვეობით არსებული სურათების რედაქტირებაც არის შესაძლებელი: დეტალების გამოკვეთა, ხარისხის გაუმჯობესება, ფერების შესწორება, ფოტოს ტონების შეცვლა, ფონის მორგება და ა.შ.
ამას რამდენიმე წამი სჭირდება. შეგიძლიათ, მიღებული შედეგი თავდაპირველ ფოტოს მარჯვნივ და მარცხნივ გადაფურცვლის გზით შეადაროთ.
Remini-ს გამოყენება უსაფრთხოა. მან ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა იმისთვის, რომ Google Play Store-სა და App Store-ზე მოხვედრილიყო. Scamadviser-ის მიხედვით, უსაფრთხოა მისი ვებსაიტიც.
როგორ ვისარგებლოთ უფასოდ
გადახდისთვის თავის არიდებას ორი გზით შეძლებთ:
უბრალოდ x ღილაკს დააჭირეთ, რამდენჯერაც ეკრანზე ფანჯარა გამოჩნდება. ასე მოდელების გენერირებას ჩვეულებრივად შეძლებთ, სანამ გარკვეული ლიმიტი არ ამოიწურება; შეგიძლიათ, ამის შემდეგ აპლიკაცია ხელახლა გადმოწეროთ და კიდევ ისარგებლოთ იმავე პირობებით;
პაკეტის შეძენის შემთხვევაში პირველი კვირის განმავლობაში აპლიკაციით უფასოდ ისარგებლებთ, რაიმე ლიმიტის გარეშე. შეიყვანეთ ბარათის მონაცემები და Remini გამოიწერეთ. არ დაგავიწყდეთ და გამოწერა მანამ გააუქმეთ, სანამ თანხას ჩამოგაჭრით.
თუ გადაწყვეტთ, რომ Remini-ს ეს ფუნქციები ამად ღირს, შეგიძლიათ, ფინანსური რესურსის გაღებაზე საცდელი ვადის ანდა ემოციური რესურსის ამოწურვის შემდეგ დაფიქრდეთ.
ასევე ნახეთ: