პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზეითუნის ზეთის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს დემენციით სიკვდილის რისკი. ამის შესახებ ერთ-ერთ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მონაწილეები, რომლებიც დღეში ნახევარ სუფრის კოვზზე მეტ ზეითუნის ზეთს მიირთმევდნენ, დემენციით სიკვდილის რისკს ამცირებდნენ 28 პროცენტით.
ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ დღეში მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი მარგარინისა და მაიონეზის ექვივალენტური რაოდენობის ზეითუნის ზეთის ჩანაცვლებ, ამცირებს დემენციით სიკვდილს 8-დან 14 პროცენტამდე.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ზეითუნის ზეთის მაღალი მიღება დაკავშირებულია ფატალური დემენციის ზომიერად დაბალ რისკთან, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო ადამიანის დიეტის ხარისხი.
„ეს გრძელვადიანი კვლევა გვიჩვენებს, რომ ზეითუნის ზეთის შედარებით მცირე რაოდენობით მოხმარებას აქვს კოგნიტური ჯანმრთელობისთვის სარგებელი“, - ამბობს პროფესორი პენი.
ზეითუნის ზეთის სარგებელი გულისთვის შეიძლება გავრცელდეს ტვინზე
როგორც დოქტორი ეთერტონი აღნიშნავს, წინა კვლევებმა მიუთითებდა, რომ ზეითუნის ზეთის ჩანაცვლება მარგარინით, კარაქით, მაიონეზით ან რძის ცხიმით იწვევდა გულის დაავადების რისკს.
დაბერების ეროვნულმა ინსტიტუტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც შეიცავს ზეითუნის ზეთს თევზთან, ლობიოსთან, ხილთან, ბოსტნეულთან და მთლიან მარცვლეულთან ერთად, ასოცირდება ალცჰაიმერის დაავადების ნაკლებ ნიშნებთან.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შედეგები ჯერჯერობით ზუსტი არ არის და კიდევ დამატებითი კვლევებია საჭირო, თუმცა, ამასთან ხაზს უსვამენ თავად ზეითუნის ზეთის სარგებლიანობას.
ასევე ნახეთ:
ჭარბწონიანობის მიზეზი გამოავლინეს - მასშტაბური კვლევის მიგნებები
დიაბეტის დიაგნოსტირება სმარტფონითაც შეგვეძლება - როგორ
თმის გასასწორებელი პროდუქტები დაკავშირებულია კიბოს გაზრდილ რისკთან - საკითხს FDA იკვლევს