წლის სიტყვა დასახელდა - ამ სიტყვას წელს ოთხჯერ უფრო ხშირად იყენებდნენ, ვიდრე ადრე

წლის სიტყვა დასახელდა

ინგლისური ენის ლექსიკონის Collins English Dictionary შემდგენლებმა 2023 წლის სიტყვად AI (artificial intelligence - ხელოვნური ინტელექტი) დაასახელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ლექსიკონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

AI წლის სიტყვად ამ ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების გამო აირჩიეს. არსებული მონაცემებით, წელს ამ ტერმინს ოთხჯერ ხშირად იყენებენ, ვიდრე ადრე.

2023 წლის მთავარი სიტყვების შორტ-ლისტში ასევე შევიდნენ:

Deinfluencing - სოციალური ქსელების გამომწერების გასაფრთხილებლად გამოყენება, რომ თავი აარიდონ გარკვეულ ბრენდებს, ცხოვრების სტილს და ა.შ.;

Nepo baby - ადამიანი, რომელმაც კარიერა ცნობილი მშობლების წარმატების დახმარებით აიწყო;

Canon event - მოვლენა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში;

Greedflation - ბიზნესის მიერ ინფლაციის, როგორც საბაბის გამოყენება ფასების გაზრდისა და საკუთარი მოგებისთვის;

Semaglutide - წამალი, რომელსაც მადის დასაქვეითებლად და სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად იყენებენ.

2022 წელს Collins English Dictionary-მ წლის სიტყვად permacrisis-ი, ანუ მუდმივი კრიზისი აირჩია.

ასევე ნახეთ:

VIDE0: დოდონა ნამორაძის და გია ბაღაშვილის საოცარმა შესრულებამ გამომწერები აღაფრთოვანა

„ფულის გარდა ყველაფერს ვთხოვ ღმერთს“ – გაიცანით, მემთეური ქალი სენი