თხებს ხმის დახმარებით ადამიანის ემოციური მდგომარეობის ამოცნობა შეუძლიათ

თხა და ბავშვი

თხებს ხმის დახმარებით ადამიანის ემოციური მდგომარეობის ამოცნობა შეუძლიათ. კვლევა Animal Behavior-ში გამოქვეყნდა. როგორც მეცნიერები ამბობენ, თხებმა მხიარული და გაბრაზებული ხმების გარჩევის საოცარი უნარი გამოავლინეს, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ადამიანებისა და ცხოველების ემოციური კომუნიკაციის შესასწავლად.

კვლევას ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი, ალან მაკელიგოტი ხელმძღვანელობდა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, უნარის განვითარება თხების მოშინაურების ხანგრძლივ პრაქტიკას და მათ მიერ კაცობრიობასთან გატარებულ დროს უკავშირდება.

ექსპერიმენტი ინგლისში ჩატარდა. მკაფიო ემოციური ცვლილების დაფიქსირება თხების 75%-მა დანამდვილებით მოახერხა, რაც მათ ნეირონულ აქტივობაში პირდაპირ აისახა. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ თხებს, კოგნიტიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ემოციური ვარიაციის, არამედ ადამიანის სახის გამომეტყველების ერთგვარი გაშიფვრაც შეუძლიათ. თხა ადამიანის გვერდით უხსოვარი დროიდან თანაცხოვრობს. რა საკვირველია, იგი მგრძნობიარეა ემოციური ნიშნების მიმართ, მაგრამ ექსპერიმენტმა მაინც ყველასათვის მოულოდნელი შედეგები დააფიქსირა", - ვკითხულობთ სამეცნიერო სტატიაში.

დამტკიცებულია, რომ ადამიანის ემოციის ამოცნობა - ხმითა და გამომეტყველებით - ძაღლებსა და ცხენებსაც შეუძლიათ. ესეც მოშინაურების უხსოვარი პრაქტიკით აიხსნება.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზე

კახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი