შეკრულობა დაკავშირებულია ტვინის კოგნიტურ დაქვეითებასთან - ახალი კვლევის შედეგები

შეკრულობა

თუ ნაწლავის მოძრაობა მწყობრში გაქვთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ ჯანმრთელი ტვინი გაქვთ. ამის შესახებ 2023 წლის ალცჰაიმერის ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილ კვლევაშია აღნიშნული. 

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) თანახმად, კუჭის შეკრულობა გავრცელებულია ყველა ასაკში, თუმცა უფრო მეტად გავლენას ახდენს 60 წელზე უფროსი ასაკის მქონე ადამიანებზე. ის ასევე ხშირია ქალებში და იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ შეკრულობას.

„ჩვენი სხეულის ყველა სისტემა ურთიერთდაკავშირებულია. როდესაც ერთი სისტემა გაუმართავია, ეს გავლენას ახდენს სხვა სისტემებზე. თუმცა, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობასა და ჩვენს გრძელვადიან კოგნიტურ ფუნქციას შორის კავშირზე”, - თქვა დოქტორმა. 

სამედიცინო შეხვედრაზე წარმოდგენილი შედეგები არ გამოქვეყნებულა სამედიცინო ჟურნალში. ამის მიუხედავად, დასკვნების მიხედვით, ექიმებისთვის მნიშვნელოვანია პაციენტებთან ნაწლავების ჯანმრთელობისა და შეკრულობის განხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები ხანდაზმულები არიან, თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა, დონგ ვანგმა.

„ჩარევები შეკრულობის თავიდან ასაცილებლად და ნაწლავების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მოიცავს ჯანსაღი დიეტის მიღებას, რომელიც გამდიდრებულია ბოჭკოვანი და პოლიფენოლებით მდიდარი საკვებით, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და მთელი მარცვლეული, დალიეთ უამრავი წყალი ყოველდღე. სასურველია რეგულარული ფიზიკური აქტივობაც“, - თქვა ექიმმა ვანგმა.

ასევე ნახეთ: 

როგორ დავიცვათ თავი კიბოსგან - ექიმებმა რისკჯგუფში მყოფები დაასახელეს

ახალი კვლევა, რომლის შედეგები შემაშფოთებელია

ზეითუნის ზეთის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს დემენციით სიკვდილის რისკი - კვლევა