მის დასაცავად, დედა სკოლაში იარაღით დადიოდა... - სიკვდილით დასჯილი სერიული მკვლელის ისტორია

სერიული მკვლელი

1966 წელს კენეტ მაკდაფმა სასტიკად მოკლა სამი მოზარდი. მისი მკვლელობები ისტორიაში „ცოცხის მკვლელობის“ სახელით შევიდა. კენეტი ამერიკის ძებნილთა სიაშიც იყო შეყვანილი.

კენეტ მაკდაფის ადრეული ცხოვრება

კენეტ მაკდაფი გაიზარდა ტეხასის ცენტრალურ ქალაქში დედ-მამასთან ერთად. დედამისი ქალაქში მკაცრი ქალის რეპუტაციით სარგებლობდა. იგი შვილებს ყველგან იცავდა. თუ მის შვილს მასწავლებელთან პრობლემები ჰქონდა, სკოლაში იარაღით მიდიოდა. 

კენეტი სკოლაში ცუდად სწავლობდა და მოგვიანებით დაადგინეს, რომ მისი IQ მხოლოდ 92 იყო. იგი მასზე სუსტ ბავშვებს მუდმივად ჩაგრავდა. თუმცა, როდესაც ის მერვე კლასში იყო, „წააგო ბრძოლა“ პოპულარულ ბავშვთან, რომელიც მასზე პატარა იყო. შეურაცხყოფილმა მაკდაფმა სკოლა მიატოვა და მამასთან სამუშაოდ წავიდა.

მეტი თავისუფალი დრო რომ გამოუჩნდა, მაკდაფი მის გარშემო სახლების ძარცვა დაიწყო. დაახლოებით ამ დროს ჩაიდინა მან პირველი მკვლელობა. იგი შეიჭრა ქალის სახლში, გააუპატიურა, ყელი გამოჭრა და თხრილში ჩააგდო. მაკდაფი გარშემომყოფებთან მუდმივად ტრაბახობდა, რომ მან გააუპატიურა და დაახრჩო რამდენიმე ქალი.

„ქალის მოკვლა ქათმის მოკვლას ჰგავს“, - უთხრა მაკდაფმა ერთხელ მეგობარს, გრინს. მას თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა, რომ მაკდაფი სიმართლეს ამბობდა, მაგრამ ერთხელ ის შემთხვევით მეგობრის დანაშაულს შეესწრო.

ერთ ღამეს, გრინი და კენეტი ქალაქში სეირნობდნენ და გოგონებს ეძებდნენ. მათ შენიშნეს 16 წლის გოგონა, რომელიც შეყვარებულთან და ბიძაშვილთან ერთად იყო. მაკდაფი მათ მიუახლოვდა, შეშინებულ თინეიჯერებს იარაღი მიუშვირა და სამივე აიძულა, ფორდის საბარგულში შესულიყვნენ.

ბიჭებმა ფორდი ცარიელ მინდორზე წაიყვანეს, იქ კენეტმა ბიჭები დახოცა, გოგონა კი არაერთხელ გააუპატიურა და მეგობარს უბრძანა, რომ იგივე გაეკეთებინა. 

შოკირებულმა გრინმა პოლიციასთან ყველაფერი მალევე აღიარა, რის შემდეგაც კენეტი დააპატიმრეს. კენეტ მაკდაფი ვადაზე ადრე, დაახლოებით, 20 წლის შემდეგ, გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი "ძველ საქმიანობას" დაუბრუნდა. 

პირობით ვადამდე გათავისუფლებული სერიული მკვლელი მკვლელობას უბრუნდება

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კენეტმა კვლავ დაიწყო მკვლელობები. სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, 29 წლის სექსმუშაკი გარდაცვლილი იპოვეს. ის გაუპატიურებული და ნაცემი იყო. ამის შემდეგ შტატში სისტემატურად დაიწყო მსგავსი მკვლელობები.

მაკდაფის ბოლო ცნობილი მსხვერპლი იყო მელისა ნორთრუპი, 22 წლის მაღაზიის თანამშრომელი, რომელიც სერიულმა მკვლელმა გაიტაცა სამუშაო ადგილიდან.  ცხედარი მეთევზემ იპოვა. ამ დროს ქალი მესამე ბავშვზე იყო ორსულად.

პოლიციამ ეს დანაშაულები თავდაპირველად კენეტისთან ვერ დააკავშირა, თუმცა ბოლოს სხვადასხვა სამხილი აღმოაცინეს. 1992 წლის 4 მაისს პოლიციამ დააკავა მაკდაფი ნაგავსაყრელისკენ მიმავალ გზაზე.

1993 წლის 18 თებერვალს ნაფიცმა მსაჯულმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1998 წლის 17 ნოემბერს კი სიკვდილით დასაჯეს. 

მაკდაფის ოჯახს არ გამოუთხოვია მისი ცხედარი, ამიტომ ციხის თანამშრომლებმა მისი ნეშტი სასაფლაოზე დაკრძალეს. იქ მისი საფლავის ქვა შეუმჩნეველია. მხოლოდ იკითხება მისი სიკვდილით დასჯის თარიღი და რიგის ნომერი.