Apple-მა შერეული რეალობის მოწყობილობა Vision Pro წარადგინა - ნახეთ ვიდეო

Vision Pro

კომპანია Apple-მა შერეული რეალობის მოწყობილობა Vision Pro წარადგინა. ახალი პროდუქტი დიზაინით სათხილამურო სათვალეს ჰგავს და წარმოადგენს ახალი ტიპის კომპიუტერს, რომელიც ციფრულ სამყაროს ერთგვარ რეალობას სძენს.

მისი მეშვეობით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება თითქმის ყველა კატეგორია - საგანმანათლებლო, სათამაშო, ინფორმაციული და სხვა პლატფორმები.

Vision Pro-ს ფასი 3 499 დოლარია. მოწყობილობის გაყიდვა მომავალი წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაგეგმილი, დანარჩენ მსოფლიოში კი მისი შეძენა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.