80 წლის ადამიანები, შესაძლოა, 26 წლის ახალგაზრდებად იქცნენ - მეცნიერებმა ახალი ნივთიერება E5 აღმოაჩინეს

სიბერეც

კვლევის შედეგებით, ახალგაზრდა ღორის სისხლში აღმოჩენილმა კომპონენტმა E5-მა ზრდასრულ ვირთხებში გაახალგაზრდავების უპრეცედენტო ეფექტი აჩვენა. კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მკვლევრების თქმით, E5 რთული ნანონაწილაკებისგან შემდგარი ნივთიერებაა, რომელმაც საცდელ ვირთხებში სიბერით გამოწვეული შედეგები საშუალოდ 70%-ით შეამცირა.

მეცნიერთა მტკიცებით, თუ კვლევის შედეგებს ადამიანებზე განვავრცობთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 80 წლის ადამიანში, ასაკის შედეგად გამოწვეული შედეგები მკვეთრად, 26 წლამდე შემცირდება.

„თავდაპირველად რთულად დავიჯერე E5-ის გასაოცარი ეპიგენეტიკური გაახალგაზრდავების ეფექტი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კვლევას ამყარებს პარალელური კვლევები, რომლებიც სხვა ლაბორატორიებში ჩატარდა. პრეპარატმა გაანახევრა სისხლის, გულისა და ღვიძლის ეპიგენეტიკური ასაკი. მისი მოქმედება ეფექტიანი იყო ჰიპოთალამუსზეც" – თქვა კვლევის თანაავტორმა სტივ ჰორვატმა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ჯერ ადამიანებზე არ გამოცდილა, მეცნიერები აქვთ მოლოდინი, რომ მისი ეფექტი ადამიანზეც მნიშვნელოვანი იქნება.

მომავალში არსებობს ვარაუდი, რომ ცალკეული დაავადებების მკურნალობის ნაცვლად, გაახალგაზრდავების საშუალებების სისტემატური გამოყენებით შემცირდება დაავადებათა რისკები. 

ასევე დაგაინტერესებთ:

9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი

„უმძიმესი ტრაგედიაა, წავიდა შვილებთან...“- ავარიის დროს დაღუპული მცირეწლოვანი ძმების მამა კლინიკაში გარდაიცვალა