1753301989
თინათინ რუხაძე: ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის 20 ათასზე მეტი ტურისტია საქართველოში ჩამოსული - გრანდიოზულ შოუს 55 ათასი ადამიანი დაესწრება

მსოფლიო სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის მასშტაბურ შოუმდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე შპს „სთარინგჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძესთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ იმყოფებოდა.
კულტურის მინისტრის თქმით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
როგორც თინათინ რუხაძემ აღნიშნა, დღევანდელ გრანდიოზულ შოუს 55 ათასი ადამიანი დაესწრება. კონცერტზე დასასწრებად ქვეყანაში 20 000-ზე მეტი ტურისტია ჩამოსული; პროექტის ორგანიზებაში მონაწილეობს 2000-მდე ჩვენი თანამემამულე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს რეგიონში კულტურული ჰაბისადა კულტურის დედაქალაქის ფუნქცია.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავერცელებს.