მარიამ ხაჭვანის „კაცების მიწა“ სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

მარიამ ხაჭვანი

მარიამ ხაჭვანი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია, მისმა დოკუმენტურმა ფილმმა „კაცების მიწა“ მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო – „სარაევოს გული“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.

ფილმი სვანეთში, სოფელ უშგულში არსებულ ტრადიციებს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი მემკვიდრეობის საკითხში უთანასწორო დამოკიდებულებას აპროტესტებს. ფესტივალის გამარჯვებული ავტომატურად წარედგინება ოსკარის და ევროპული კინოაკადემიის ნომინაციებზე – რაც იმას ნიშნავს, რომ „კაცების მიწა“ ოფიციალურად წარდგენილია ოსკარზე! ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა შვეიცარიაში, ფესტივალზე Visions du Réel, და ფილმით უკვე 50-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალია დაინტერესებული. ფილმის პროდიუსერები არიან: თეიმურაზ ჩხვიმიანი, ვლადიმერ კაჭარავა, არჩილ გელოვანი და ლადო მარღანია.