„გილოცავ საქართველო, ამ შესანიშნავ დღესაც მოვესწარით“ - რას წერს ზაზა შენგელია

ზაზა შენგელია

American Idol-ის ფინალურ შოუზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლას „ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია ეხმაურება.

ზაზა ქართველებს ნუცას შესანიშნავ პერფორმანსს ულოცავს.

„12 ფინალისტიდან, ყველამ ვიცით, რომ მან ნახევარი მსოფლიო გამოიარა საკუთარი ოცნების ასახდენად. ახლა ის მსოფლიოს საკულტო მომღერალთან ერთად შეასრულებს მის ახალ ჰიტს „პადამ, პადამ“ 

ნუცა ბუზალაძემ მსოფლიოში უდიდეს მუსიკალურ მეგაშოუს, American Idol-ის სუპერ საფინალო ტურში (რომელსაც 120 მილიონი ამერიკელი უყურებდა), სცენა გაიყო ავსტრალიური წარმოშობის ბრიტანელ მომღერალთან – „Grammy“ ჯილდოს, სამი „Brit Awards”-ის, ორი „MTV Video Music Awards“-ის გამარჯვებულ, „გინესის რეკორდების წიგნში“ შესულ ლეგენდარულ კაილი მინოუგთან ერთად 🇬🇪🇺🇸🇦🇺🇬🇧  და უნდა ვთქვა პირდაპირ – ნუცა არაჩეულებრივად გამოვიდა და გილოცავ საქართველო, ამ შესანიშნავ დღესაც მოვესწარით You Go Girl ! Nutsa Buzaladze მადლობა ჩემი დაბადების დღის ასეთი მაგარი საჩუქრისათვის,“ – წერს ზაზა შენგელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

დარბაზი დაინგრა - American idol-ში ნუცას გამოჩენას დაუსრულებელი ოვაციებით შეხვდნენ. ჟიური კი ფეხზე იდგა