პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კამილ სენ-სანსის ყველაზე პოპულარული ოპერის - „სამსონი და დალილას“ პრემიერა გაიმართება. საპრემიერო ჩვენებები 17, 18, 23, 24, 25 თებერვალს და 1, 2, 3 მარტს შედგება. მონტე-კარლოს ოპერის თეატრის ეს ულამაზესი სპექტაკლი გამოჩენილმა ფრანგმა რეჟისორმა - ჟან-ლუი გრინდამ დადგა (ჟან-ლუი გრინდას ვალონის სამეფო ოპერის თეატრის დირექტორის პოზიცია 10 წელი ეკავა, 15 წელი კი მონტე-კარლოს ოპერის თეატრის დირექტორის პოსტზე იყო. 2018 წლიდან იგი ორანჟის ფესტივალის დირექტორია).
„ოპერა ჩემთვის არა მარტო გატაცებაა, არამედ დიდი სიყვარული,“- ამბობს გრინდა, რომელმაც 40 წლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მრავალი საინტერესო სპექტაკლი დადგა („ტრავიატა“, „ერნანი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ჯამბაზები“, „ღამურა“, „ტანჰოიზერი“, „ჰოფმანის ზღაპრები“, „კარმენი“, „მეფისტოფელი“, „სამსონი და დალილა“, „ფალსტაფი“, „ვილჰელმ ტელი“, „ლუჩია დი ლამერმური“, „ბოჰემა“, „ტაისი“, თურქი იტალიაში“, „ვერთერი“, „ჯოკონდა“ და სხვა).
ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი მხატვრის, აგოსტინო არივაბენეს მიერ შექმნილი „სამსონი და დალილას“ მდიდრული დეკორაციები, იდუმალი ტაძრის ატმოსფერო, მრავალფეროვანი და ძვირფასი კოსტიუმები, ლორან კასტენის თვალისმომჭრელი განათება და შუქის ეფექტები, ეჟენი ანდრენის ქორეოგრაფია, ვნებიანი ცეკვები, აღმოსავლეთს სიურეალისტური, ზღაპრული სახით გვანახებს.
სპექტაკლში „სამსონი და დალილა“ მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დირიჟორები - ლევან ჯაგაევი და კახი სოლომნიშვილი.
ზაზა აზმაიფარაშვილი - დირიჟორი: თბილისის ოპერის თეატრში ეს ოპერა ბოლოს 1944 წელს დაიდგა. 80 წელი გავიდა მას შემდეგ. ახლა გვექნება ახალი დადგმა, მონტე-კარლოს ოპერის თეატრის წარმოუდგენლად ლამაზი სპექტაკლი. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ. სულ ცოტაა დარჩენილი პრემიერამდე. ფანტასტიკური მუსიკაა. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა გენიალურ მუსიკას ვეხები. ძალიან საინტერესო მომღერლები გვყავს, ჩამოსულებიც, აქაურებიც. ნამდვილად კარგი სპექტაკლები გვექნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვაწონოთ მაყურებელს თავი. ყველას ვუსურვებ დიდ წარმატებას.
ნატალია ქუთათელაძე - მეცო სოპრანო: ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჩემს უსაყვარლეს თეატრში, ალბათ, ყველა მეცო-სოპრანოსთვის ერთ-ერთი საოცნებო პარტიის შესრულების შესაძლებლობა მომეცა; ურთულესის, როგორც არტისტული, ისე ტექნიკური მხრიდან. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, რომელიც თეატრში ჩვენთან ერთად მუშაობს, რადგანაც სამუშაო პროცესი არის ძალიან კომფორტული, ძალიან სასიამოვნო და იმედის მომცემი. აქედან გამომდინარე ღელვა იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერა ახლოვდება. ეს გარემო, ჩემი აზრით, მთავარი განმსაზღვრელია, რომ მომღერალმა რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნოს თავი. მინდა მხოლოდ და მხოლოდ მადლობა გადავუხადო ყველას, როგორც კოლეგებს, ისე ტექნიკურ სამსახურს, აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ თავი ვიგრძნოთ კარგად. რასაკვირველია, თითოეულ მუსიკოსს მინდა ვუსურვო წარმატება.
გიორგი ონიანი - ტენორი: პირველად, „სამსონი და დალილა“, ლა სკალაში სტაჟირების დროს მოვისმინე და მაშინ ვნატრობდი, რომ ეს ულამაზესი ოპერა როდესმე საქართველოშიც ყოფილიყო და მოესმინა ჩვენს მსმენელს. „სამსონი და დალილა“ არის შედევრი. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობას, რომ საშუალებას აძლევს ქართულ პუბლიკას მონტე-კარლოს დადგმა ნახოს. თბილისის ოპერის თეატრში ძალიან ხშირად ჩამოაქვთ უცხოური დადგმები. ეს სისტემა ძალიან მომწონს, ვინაიდან საქართველოში ბევრს არა აქვს საშუალება წავიდეს უცხოეთში და ასეთი ლამაზი სპექტაკლები იხილოს, თუნდაც მონტე-კარლოში, თუნდაც პარიზში ან მილანში.
მე ბედნიერი ვარ, როდესაც გამოვდივარ ხოლმე ჩემი ქართველი მაყურებლის წინაშე თბილისში. სამსონის როლი ჩემთვის სადებიუტოა. ყველა დებიუტი მოგეხსენებათ რამხელა ღელვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს ოპერა, რომ ერთი სული მაქვს როდის შევასრულებ.
თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე - „სამსონი და დალილა“ პირველად 1894 წელს, ზუსტად 130 წლის წინ დაიდგა. ბოლოს კი, თბილისის ოპერის თეატრში, 80 წლის წინ შესრულდა (1944 წ).
კამილ სენ-სანსმა სულ 13 ოპერა დაწერა, მაგრამ მხოლოდ ერთი შემორჩა მსოფლიო საოპერო თეატრების რეპერტუარში.
„სამსონი და დალილა“ ძველი აღთქმის სიუჟეტზეა დაწერილი. მისი ლიბრეტო ფერდინანდ ლემერს ეკუთვნის. „სამსონი და დალილას“ პრემიერა 1877 წლის 2 დეკემბერს ვეიმარში შედგა, მისი პარიზული პრემიერა კი გრანდ ოპერაში 1892 წლის 23 ნოემბერს. დღეს „სამსონი და დალილა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა, რომელიც არ ჩამოდის თანამედროვე საოპერო თეატრების სცენებიდან. დალილას პარტია კი ყველა მეცო-სოპრანოს საყვარელი და საოცნებო პარტიაა.
ოპერის მთავარი გმირის პატივსაცემად, 1905 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს, დალილას სახელი დაარქვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსკა ქარქაშაძე სამშობიაროდან შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944