ზუგდიდში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს - რა დეტალებია ცნობილი

ლენტა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ადგილობრივებს შორის შელაპარაკება სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობები მიაყენა.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ,  დანით აქვს მიყენებული.

იგი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც პრაიმტაიმს  შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავების მიერ  მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.