ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოზე, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაჭრილი კაცი ბიზნესმენი ალექსანდრე გამჯაშვილია. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა გულისხმობს.