"გამგზავრებამდე, სამი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო შოკი..." - თამთა კვარაცხელია
1778098791
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მოკლული მამაკაცი 36 წლის არსენ მარტაშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღის წინ, სოფელ ანაგის მკვიდრთან შელაპარაკება მოუხდა.
დღეს დაპირისპირებულმა მამაკაცმა მარტაშვილი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანა და სოფლის ვენახების მიმართულებით წაიყვანა, სადაც ცეცხლი გაუხსნა.
მოკლული წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობდა და სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.