1728846029
შვილის ცემისა და იარაღით მუქარის ბრალდებით დაცვის პოლიციელი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი. მას ბრალად ედება არასრულწლოვანი შვილის ცემა და ცოლისა და შვილის მიმართ იარაღის გამოყენებით მუქარა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა პოლიციელმა 2022 წლის 26 დეკემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის გამოყენებით ცოლსა და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული:
126' მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ მუქარა);11'-151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის, მათ შორის არასრულწლოვანის მიმართ მუქარა).ბრალდებულს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.