1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2015 წლის 19 დეკემბერს ქვეყანაში საზარელი ამბავი მეხივით გავარდა - ახალგაზრდა ქალმა, მაგდა პაპიძემ მეუღლე და 5 წლის შვილი სასტიკად მოკლა.
მაგდა პაპიძე ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია, თუმცა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
რამდენიმე წლის წინათ, „იმედის კვირამ“ მსჯავრდებულთან პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც პაპიძემ მომხდარის საკუთარი ვერსია გაიხსენა. აქვე განმარტა, რას გააკეთებს მაშინ, თუ შეწყალების გზით, საპატიმროს დატოვების უფლება მიეცა.
მაგდა პაპიძე: - რამდენჯერაც კანონმა ამის შანსი მომცა, შეწყალების თხოვნას პრეზიდენტის სახელზე სულ ვწერ. რამდენჯერაც ვწერ, იმდენჯერ მჯერა, რომ გარღვევა მოვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს სწრაფად არ მოხდეს.
2-ჯერ უარი მომივიდა. არც იმ უარის გეშინია, სანამ ცოცხალი ხარ... ძალიან მჯერა გარღვევების, მჯერა, რომ შემიძლია თავი შევინარჩუნო. ვგრძნობ, რომ ჩემს სურვილებს აქ უსმენენ და სწორი განხილვა მიდის. მთავარია, თავი შეინარჩუნო.
- რას გააკეთებ გარეთ რომ გახვალ?
- ეს არის ძალიან საინტერესო შინაგანი მდგომარეობა. მე ჩემი თავი აუცილებლად, რეალიზებული წარმომიდგენია. ალბათ, მეორე დღესვე სამსახურს მოვითხოვ. სულ ვადევნებ თვალყურს, ბენეფიციარებისთვის რა პროგრამებია, ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობები არის. ძალიან მენატრება მიწა, ბუნებასთან ურთიერთობა და ქალურობა.
პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს იქნება რეალიზებისთვის. აქ მოვაგროვებ ძალიან ბევრ და კარგ ადამიანს, ვინც ხელს შემიწყობს ხელოვნებით განვითარებაში. ალბათ, ჩავერთვები ისეთ საქველმოქმედო თემატიკებში, რაც მეცოდინება, რომ აქ ქალებს სჭირდებათ.