პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მკვლელობა რუსთავში - ბრალდებული სამართალდამცველებმა სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 40 წლის კაცი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოკლეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მოკლული 46 წლის ვეფხო მაისურაძეა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კი კახა ბაინდურაშვილია.
მოკლული რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში, გარდაცვლილი მეგობრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცოლს, პერიოდულად საყოფაცხოვრებო საქმეებში დასახმარებლად აკითხავდა. დღესაც, ამ მიზეზით, იმყოფებოდა გიორგაძის ქუჩაზე, რა დროსაც მას მასპინძელმა უთხრა, რომ მეზობელმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. მამაკაცი მეზობელთან მიზეზის გასაგებად წავიდა, ადგილზე მისულს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ადგილზე მოკლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ: