„კანონიერ ქურდს“ მეტსახელად „სამარსკის“, სასამართლომ პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა

ქურდები

რუსეთში, სასამართლომ „კანონიერ ქურდად“ წოდებულ 59 წლის სერგეი სტოკოზუბს, მეტსახელად „სამარსკის“, წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით გაუგრძელა.

სასამართლო სხდომაზე სამართალდამცველების თქმით, „სამარკიმ“ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 1997 წელს მიიღო. 

გამოძიების ცნობით, სერგეი სტოკოზუბი წლების განმავლობაში კოორდინაციას უწევდა კრიმინალურ დაჯგუფებებს, აკონტროლებდა ფინანსურ ნაკადებს და არეგულირებდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტებს. 

სასამართლო სხდომაზე გაჟღერდა ისიც, რომ „სამარსკი“ წინასწარი დაკავების იზოლარტორშიც კი განაგრძობდა კრიმინალური სტრუქტურების მართვას და მითითებებს წერილობით გადასცემდა.