ავარიის შედეგად დაშავებული 27 წლის პოლიციელი კლინიკაში გარდაიცვალა
1772305325
მერი ელიზაბეტ ბეილი სულ რაღაც 11 წლის იყო, როცა დედამ მას წარმოუდგენელი რამ სთხოვა.
1987 წლის თებერვალში დედამ, პრისცილა უაიერსმა, მარიამს გადასცა 22 კალიბრიანი თოფი და აიძულა იგი მოძალადე მამინაცვლისთვის ესროლა.
„თუ ამას გააკეთებ - ყველაფერი დამთავრდება. შენ ციხეში არ წახვალ, ძალიან ახალგაზრდა ხარ", - ეუბნებოდა დედა შვილს.
პრისცილას და მარიამს ბრალი მკვლელობაში ედებოდათ. მერი საბოლოოდ გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში და მის წინააღმდეგ ბრალი მოხსნილი იქნა მას შემდეგ, რაც მან დედის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
ნაფიც მსაჯულებმა პრისცილა დამნაშავედ ცნეს პირველი ხარისხის მკვლელობაში 1988 წელს. სანამ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 1998 წელს მას პირობითი გათავისუფლების უფლება ჰქონდა და მალევე გაათავისუფლეს. როგორც კი ის სახლში დაბრუნდა, პრისცილამ და მარიამმა დაიწყეს ისევ ერთად ცხოვრება.
ახლა, 35 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მარიამის შემზარავ გამოცდილებას ფილმად იღებენ.
ფილმს „მოკლავდი ჩემთვის? - Mary Bailey Story“ ჰქვია. ფილმის პრემიერა 28 ოქტომბერს შედგება.
ფილმში სამი თაობის ქალის ისტორიაა სხვადასხვა პერსპექტივიდან არის მოთხრობილი - ელა (მელისა ჯოან ჰარტი), მის ქალიშვილ ვერონიკა (ოლივია სკრივენი) და მისი შვილიშვილი მერი (პრესლი ალარდი).
სამი ქალის ცხოვრება ფილმში მას შემდეგ იცვლება, რაც ვერონიკა დაქორწინდება კაცზე, სახელად უილარდზე (კონორ მაკმაჰონი).
მერი ამბობს, რომ საბოლოოდ, 2020 წელს მან დაწერა მემუარები საკუთარი ცხოვრების გამოცდილების შესახებ, რამაც საშუალება მისცა მას ტრავმებისგან განკურნებულიყო. იგი იმედოვნებს, რომ მაყურებელი შეძლებს დაინახოს, როგორ ან რატომ აპატია მან დედას ეს ქმედება ათწლეულების შემდეგ.
„ვფიქრობ, ფილმი მათ დაეხმარება დაინახონ, რომ დედაჩემი არ არის ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში", - ამბობს მერი, რომელსაც ფილმში როლიც აქვს.
მერი, რომელიც ახლა თავის ადვოკატ ქმართან ერთად ცხოვრობს ჩრდილოეთ კაროლინაში და ფლობს სამედიცინო უნიფორმის ბიზნესს, ასევე აღნიშნავს, რომ ფილმში მრავალი ფაქტორი/მოვლენა არის გასაღები იმის გასაგებად, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
მერი ასევე იმედოვნებს, რომ ფილმის ყურების შემდეგ მაყურებელს თანაგრძნობის შეგრძნება გაუჩნდება.