,,დაშინებული ჰყავდა მამას და შიშით არ ამხელდა..." - საზარელი დანაშაულის ახალი დეტალები

dzaladobis msxverpli bavshvi

პედოფილიის კიდევ ერთი შესაძლო უმძიმესი დანაშაული. მსხვერპლი 14 წლის გოგოა. გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილზე, რვა წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა. თვითმკვლელობის გადაწყვეტილებაც არასრულწლოვანმა, სწორედ მშობლის მხრიდან მუდმივი ზეწოლის გამო მიიღო.

სოფლის რწმუნებულმა "კურიერს" უთხრა, რომ დანაშაულის შესახებ მოზარდის ბაბუამ უამბო და სამართალდამცველებთან დარეკვა სთხოვა.

ბაბუა პოლიციამ უკვე გამოკითხა, მამაკაცმა ჟურნალისტების კითხვებს თავი აარიდა და მხოლოდ ის თქვა, რომ შვილიშვილი ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

გაირკვა, რომ სექსუალური ძალადობის გამო, მოზარდი ბოლო პერიოდში სკოლაში სიარულზე უარს ამბობდა. ერიდებოდა თანატოლებთან ურთიერთობასაც. გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის შესახებ, ოჯახის წევრებს, 5 წლის განმავლობაში ეჭვი არ გასჩენიათ.

სახლში სადაც მოზარდი ცხოვრობს, ახლა არავინაა. ბოლო ერთი კვირაა, სოფელში არავის უნახავს სავარაუდო მოძალადე მამაც. მეზობლები, მძიმე დანაშაულის დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ.

მოზარდთან ფსიქოლოგები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ. არასრულწლოვანი მშობლებთან და მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად ცხოვრობს.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, შესაძლო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაიწყეს.