ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
„ამ ეტაპზე, „ჯანმო“-ს არ აქვს შემუშავებული რეკომენდაციები, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რათა წევრმა ქვეყნებმა, ჩართონ ეს წამალი დაფინანსების სქემებში“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა.
სილვიუ დომენტემ, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზეც ისაუბრა.„რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც შეაფასეს აღნიშნული პრეპარატი, მათი რიცხვი ევროპაში ძალიან მცირეა, ესაა ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ახლახან დაუშვა ესპანეთმა, საფრანგეთმა გააკეთა ადრეული წვდომა პრეპარატზე. რაც შეეხება გერმანიას და იტალიას, შეფასების პროცესში იტალიამ აღნიშნა, რომ წამალს აქვს ზომიერი სარგებელი, გერმანიის შემთხვევაში კი რაოდენობრივი სარგებელი არ გამოიკვეთა. ინგლისმა და უელსმა, ეს პროცესი, ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყეს, თუმცა შეაჩერეს და შესაძლოა, წელს განაახლონ. ირლანდიამაც დაიწყო შეფასების პროცესი გასულ წელს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. სხვაქვეყნების შემთხვევაში, მაგალითად აშშ, იაპონია - მათ შეფასების პროცესი არც დაუწყიათ და კვლავ ალტერნატიულ მკურნალობას იყენებენ, როგორიცაა ქირურგია და ზრდის ჰორმონი“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.