თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
ავტომანქანების იმპორტთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ნია გიულაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაზრდილია, რაც საშიშია განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
ნია გიულაშვილი ყურადღებას ამახვილებს ევროპულ გამოცდილებაზე, რომლის მიხედვითაც რიგ ქვეყნებში სრულად განახლდა ავტოპარკი და შედეგად შემცირდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი.
„განსაკუთრებით საშიში და მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის მათ შორის ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების განვითარების თვალსაზრისით. ევროკავშირის გამოცდილება გვეუბნება, რომ შესაძლებელია ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სხვადასხვა რეგულაციების გზით და 2000-დან 2025 წლის ჩათვლით ევროკავშირში ჰაერის ხარისხი, განსაკუთრებით PM 2 და 5 ნაწილაკების მიხედვით დაახლოებით 45%-ით არის გაუმჯობესებული“, - განაცხადა ნია გიულაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.