საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ჭარბი კვების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსი იყოს და არა „ნებისყოფის ნაკლებობა“, — სპეციალისტებმა შიმშილისა და მაძღრობის ჰორმონების ზღვრული მნიშვნელობები გამოავლინეს, რომლებიც კვებითი ქცევის დარღვევის განვითარების მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ იწვევს სიმსუქნეს, პრედიაბეტს ან ტიპი 2 დიაბეტს.
საკვების ჭარბად მოხმარებისადმი მიდრეკილება განპირობებულია ჰორმონალური დისბალანსით, გენეტიკური განწყობით, ადამიანის სპეციფიკური პიროვნული და ფსიქო-ემოციური მახასიათებლებით, - ამბობენ კვლევის ავტორი მედიკოსები.
„ჩვენ გავაანალიზეთ ნახშირწყლოვანი ცვლის ადრეული დარღვევების (პრედიაბეტის) მქონე პაციენტების გენეტიკური თავისებურებები. ჩვენ გვინტერესებდა მაპეტიტებელი ისეთი რეგულატორები, როგორებიცაა გრელინი და ლეპტინი, რომლებიც შიმშილისა და მაძღრობის გრძნობას ახასიათებენ. ჩვენ შევძელით განვსააზღვროთ მკაფიო ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც კვებითი დარღვევების მაღალ რისკთან არის ასოცირებული, ასევე მასზე სოციალური, შრომითი და ქცევითი ფაქტორების გავლენა“, -განმარტა ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა, ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის დოცენტმა დილარა ისაკოვამ.
მეცნიერმა დასძინა, რომ ახალი მონაცემები საშუალებას მისცემს გამოავლინონ პაციენტები, რომლებიც მიდრეკილნი არიან კვებითი ქცევის დარღვევებისა და თანმდევი გართულებებისკენ: სიმსუქნის, პრედიაბეტისა თუ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისკენ.
„პირველადი პროფილაქტიკის ეტაპზე, როდესაც პრედიაბეტი ვლინდება, ენდოკრინოლოგმა ან თერაპევტმა კვებითი ქცევის პატერნები (მოდელები) უნდა შეაფასოს. ეს დაეხმარება პაციენტთან მუშაობისას თერაპიის სტრატეგიის უფრო ეფექტურად აგებას, პროგნოზის ოპტიმიზაციას და შაქრიანი დიაბეტის, გულისა და თირკმელების დაავადებების მნიშვნელოვნად გადავადებას ან თავიდან აცილებას“, - ამბობს ექიმი.