მიხეილ სარჯველაძე „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა

სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძე კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. შეხვდა სამედიცინო პერსონალს, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს - ისაუბრეს ამჟამინდელ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, კლინიკაში, დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ: „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.