იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული, კონკურსი გამოცხადდება - ჯანდაცვის მინისტრი

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული კონკურსი გამოცხადდება.

„მინდა, ექიმებსა და ექთნებს მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეფორმის ამ ეტაპის დასრულების შედეგად, შეგვიძლია, გამოვაცხადოთ კონკურსი დამატებით, სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო ადგილების შესათავაზებლად.

კერძოდ, უახლოეს დღეებში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გამოაცხადებს კონკურსს ექიმებისა და ექთნებისათვის, სადაც პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, ვინც მუშაობდნენ ოპიოდური ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი. ამ ფაქტორს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, ასევე - მათ გამოცდილებას. თუმცა, მოგვიწევს მხედველობაში ისეთი ფაქტორების მიღება, როგორიც არის მათი კეთილსინდისიერება, გასაგები მიზეზების გამო. საბედნიეროდ, არსებობენ ნამდვილად ღირსეული ექიმები და ექთნები. თუმცა, სამწუხაროდ, მაგალითად ზემოაღნიშნული შემთხვევების გათვალისწინებით, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ, ყველა მათგანთან ურთიერთობა გაგვიჭირდება. ამდენად, კონკურსის პროცესში, ყველა ეს საკითხი დეტალურად შეფასდება და მიღებული იქნება რელევანტური გადაწყვეტილება, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ლევან ჩაკვეტაძეს, თანამდებობის დატოვება, რამდენიმე თვის წინაც უნდოდა, თუმცა რეფორმის განხორციელების პროცესში, მინისტრის თხოვნით, აღნიშნულისაგან თავი შეიკავა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ვინც იმუშავა ამ რეფორმაზე და იმუშავა წარმატებულად ამ პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის. აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა, პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე და საბედნიეროდ, მან წარმატებით შეძლო ამ პროცესის გაძღოლა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.   დღის ამბები 27.08.2025 19:16"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან ქართულ საქმეს, ეხმარებიან ქართველ ხალხს" - გიორგი მშვენიერაძე 27.08.2025 19:10აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პარტია "ქართული ოცნების" ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა 27.08.2025 18:43კახა ოქროჯანაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის წევრებს შეხვდა 27.08.2025 18:37ჯანდაცვის მინისტრი - იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული, კონკურსი გამოცხადდება 27.08.2025 18:37ცესკო თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს - გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების პროექტი მეტი