ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილება
მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო
ნიჟარაძესთან ერთად დაათვალიერა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური
სამედიცინო სივრცე, უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე - სხვადასხვა
სპეციალიზებულ მომსახურებას.
პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა
გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. შენობის პირველ სართულზე განთავსდება ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 საწოლზეა გათვლილი.
მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო
პერსონალს შეხვდა და კლინიკის ახალი დირექტორი ოფიციალურად წარადგინა.
კახა აღამანაშვილი, ამ დრომდე, კლინიკის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. მას
აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის
მრავალწლიანი გამოცდილება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიმართულებების გაძლიერებაზე
- იზრდება მომსახურებების მოცულობა, ფართოვდება სპეციალისტების გუნდი.
მინისტრებთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი, მალხაზ ჟორჟიკაშვილი.