ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
საყვარელი მამაკაცისგან მიტოვებული ქალი სერიული მკვლელი გახდა. ეს ამბავი სერბეთში, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოხდა.
ქალმა, რომელსაც ბაბა ანუიკადაც მოიხსენიებდნენ, დაახლოებით, 150 მამაკაცი მოკლა. იგი ქორწინების პრობლემების მქონე ქალებისთვის „სიყვარულის წამალს“ ყიდდა.
ქალი ეკითხებოდა მომხმარებელს: „რამდენად მძიმეა ეს პრობლემა?“. მას სჭირდებოდა მსხვერპლის წონა შხამის სწორი რაოდენობის გამოსათვლელად. ანა ძირითადად დარიშხანს იყენებდა.
ქალებმა ეს წამლები ქმრებს მისცეს და 8 დღის შემდეგ გარდაიცვალნენ.
ბაბა ანუიკა 1928 წელს დაიჭირეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სიბერის გამო 8 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.
იმ ეპოქაში, როდესაც ქალებს სცემდნენ, სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდნენ, აიძულებდნენ ქორწინებას და ეპყრობოდნენ როგორც საკუთრებას, ანამ ამ რეალობის ალტერნატივა შესთავაზა ტანჯულ ქალებს.
ვინ იყო ბაბა ანუიკა
ბაბა ანუიკა დაიბადა როგორც ანა დრაკშინი რუმინეთში, მდიდარი მესაქონლის ოჯახში. 1849 წელს იგი გადავიდა ვლადიმიროვაცში, სერბეთში (იმ დროს ავსტრიის იმპერიის ნაწილი).
20 წლის ასაკში იგი აცდუნა ახალგაზრდა ავსტრიელმა ოფიცერმა, რომელმაც სიფილისით დააინფიცირა და გულგატეხილი დატოვა. ემოციურმა შრამმა ის გახადა მიზანთროპი (ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს კაცობრიობა).
მოგვიანებით იგი დაქორწინდა ბევრად უფროს მამაკაცზე და გახდა ანა დი პიშტონჯა. მან 11 შვილი გააჩინა, მაგრამ მხოლოდ ერთი გადარჩა ზრდასრულ ასაკში. 20-წლიანი ქორწინების შემდეგ, მისი მოხუცი ქმარი გარდაიცვალა.
ბაბა ანუიკას სახლში ქიმიური ლაბორატორია ჰქონდა. ის ძალიან ჭკვიანი იყო და ხუთ ენაზე ლაპარაკობდა. თვითონ სწავლობდა მედიცინასა და ქიმიას. მალე იგი ცნობილი გახდა როგორც მკურნალი. მან საკმაოდ დიდი ქონება გამოიმუშავა.
მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცებს ის წამალს აძლევდა, რათა საკმარისად დაავადებულიყვნენ. შედეგად კი მამაკაცები სამხედრო სამსახურში აღარ მიჰყავდათ. თუმცა, გაჟონა იმ ამბავმაც, რომ ზოგიერთი ოფიცერი ისე დაავადდა, დამბლა დაემართა და დაინვალიდდა.
თუმცა, ქალებს შორის ის ცნობილი გახდა, როგორც ადამიანი, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა არასასურველი ქორწინებისგან თავის დაღწევაში.
ქალები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ „სიყარულის წამალი“ სახელით შხამს ყიდულობდნენ. ანაზე ეჭვი არავის მიუტანია, თუმცა გარკვეული ამბები დროთა განმავლობაში დაგროვდა. ერთ-ერთმა ქალმა მისი წამალი ორჯერ გამოიყენა. ერთხელ თავის საძულველ ქმარს ჩაუსხა ჭიქაში და მოკლა. მეორედ კი ახალი საქმროს ბიძას დაალევინა, რომ მემკვიდრეობა მათ დარჩენოდათ.
ქალმა ამის შესახებ თავის ნათესავსაც უთხრა, რომელსაც ასევე ალკოჰოლდამოკიდებული ქმარი ჰყავდა და მასთან ცხოვრება აღარ სურდა. ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახმა გამოძიება დაიწყო და დადგინდა, რომ მამაკაცი შხამით იყო მოწამლული. მალე ანამდეც მივიდნენ და მიხვდნენ, რომ სწორედ ის ამზადებდა მომაკვდინებელ ნივთიერებებს.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 100 წლამდე საკუთარ სახლში იცხოვრა. ლეგენდის თანახმად, იგი საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ:
„ამოიოხრა და აღარ იყო უკვე მარიკა...“ - რას ჰყვება სასტიკი მკვლელობის ოქროს მოწმე
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233