1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი კალანდია საამაყო ნათესავის შესახებ სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ის ფოტო-ამბების გვერდზე ელისაბედ ჭავჭავაძეზე წერს, რომელსაც კიშინიოვში ქართველ პრინცესად და „ლამაზ ლიზად“ მოიხსენიებდნენ.
„ელისაბედ ჭავჭავაძე-ლასკარი (1874-1912) ბებიაჩემის, თამარ ჭავჭავაძის ბიძაშვილი ელისაბედ ჭავჭავაძე, დაიბადა წინანდალში 1874 წ. მამა-გენერალ-ადიუდანტი ზაქარია გულბაათის-ძე ჭავჭავაძე, დედა- რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (კაკო) დავითის-ძე ჭავჭავაძე იყო.
1898 წელს საქართველოში გაიცნო და გათხოვდა, ბესარაბიელ თავად, სამოქალაქო ჩინით “ნადვორნი სოვეტნიკ” ვასილი კონსტანტინეს ძე ლასკარზე. ის უმდიდრესი ადამიანი და წარჩინებული გვარის შვილი იყო. ახალდაქორწინებულები კიშინიოვში დასახლდნენ. იქ ელისაბედს ქართველ პრინცესად და „ლამაზ ლიზად“ მოიხსენიებდნენ. შეეძინათ ქალიშვილი მარინა.
ნატალია დადიანთან (მეუღლის გვარია) ერთად, 1900 წელს კიშინიოვში დაარსეს და აღაშენეს ქალთა გიმნაზია. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში ცეკას შენობა იყო. ამჟამად მოლდოვას სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული.
ელისაბედ ჭავჭავაძე დაკრძალულია კიშინიოვის ცენტრალურ „სომხურ“ სასაფლაოზე. სახელი “სომხური” მიენიჭა იმის გამო, რომ სასაფლაო სომხეთის ქუჩაზეა. აქ არის: რუმინეთის, მოლდოვას და რუსეთის იმპერიის ცნობილი საზოგადო მოღვაწეთა სამარხები.
2015 წლამდე, ელისაბედ ჭავჭავაძის საფლავი სავავლალო მდგომარეობაში იყო. მოლდოვას ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელის გიორგი კუტუბიძის ინიციატივით, მოხერხდა საფლავის განახლება.
მოლდოვას ოფიციალურმა პირებმა, საელჩოს თანამშრომლებმა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა, საზეიმო ვითარებაში გახსნეს და მართლმადიდებლური წესით აკურთხეს ელისაბედ ჭავჭავაძე-ლასკარის აღდგენილი საფლავი. ელისაბედს, მამამისს კავალერიის გენერალ ზაქარია ჭავჭავაძეს და ბაბუამისს ლეგენდარულ გულბაათ ჭავჭავაძეს გადაუხადეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ელისაბედ ჭავჭავაძე ახალგაზრდა 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის და მისი ქალიშვილის მარინას გარდაცვალების ამბავი ბურუსით არის მოცული.
ერთი ვერსიით, შეიძლება ემსხვერპლნენ იმ პერიოდში გახშირებულ, რეაქციულ-შოვინისტური პროტესტებს, მდიდარი მოსახლეობისა და ებრაელების წინააღმდეგდეგ, რასაც თან ახლდა, ხოცვა და ქონების განადგურება.” – წერს ირაკლი კალანდია.
ასევე წაიკითხეთ:
მსხლის ხე, რომლის ადგილას სხალთის მონასტერია, გაჩეხვის მერე ისევ მრთელდებოდა