ვინ იყო კაცი, რომელმაც ითხოვა, სიკვდილით დაესაჯათ - „სამ ბიჭზე სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი მოკლა...“

უესლი ალან დოდი

1989 წლის 13 ნოემბერს, 28 წლის უესლი ალან დოდი კინოთეატრიდან არასრულწლოვანი ბიჭის დაკავების მცდელობისთვის დააკავეს. დაკითხვაზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ დოდიმ, ბოლო თვეებში, სამ ბიჭზე იძალადა სექსუალურად და სამივე მათგანი მოკლა.

როგორც გაირკვა, დოდიმ 13 წლიდან,  15 წლის განმავლობაში, ათეულობით ბავშვს მიაყენა სექსუალური შეურაცხყოფა. მან პოლიციას ყველაფერი უამბო და მისი დღიურიც აჩვენა, სადაც ის ბავშვების გატაცებას, წამებასა და მკვლელობებს დეტალურად აღწერდა.

აღიარებითი ჩვენებისა და მის ბინაში აღმოჩენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ვესლი ალან დოდს ბრალი მკვლელობებისა და გატაცების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს.

უესლი ალან დოდი 1963 წელს ვაშინგტონში დაიბადა. მისი უმცროსი და-ძმის თქმით, ბავშვები მძიმე საცხოვრებელ პირობებთან ერთად, ოჯახის მხრიდან სიყვარულის ნაკლებობასაც განიცდიდნენ. გაუგებარია, შეუწყო თუ არა პრობლემურმა აღზრდამ მის შემდგომ დანაშაულებს ხელი, თუმცა აშკარაა, რომ დოდის ძალადობრივი ტენდენციები ადრეული ასაკიდანვე გამოვლინდა.

მან 13 წლის ასაკიდან დაიწყო მეზობელი ბავშვების წინაშე გაშიშვლება. 14 წლისამ კი თავის უმცროს ბიძაშვილებს მიაყენა სექსუალური შეურაცხყოფა, როდესაც ისინი მხოლოდ ექვსი და რვა წლისები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ის არაერთხელ დააპატიმრეს და საკონსულტაციო სესიებზე დასწრება დაავალეს, დოდის საზარელი დანაშაულები არ შეჩერებულა. თინეიჯერობის ასაკში, ის მეზობელი ბავშვების ძიძად მუშაობდა და მათ ძილის დროს სექსუალურად ავიწროებდა.

1981 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ უესლი აშშ-ს საზღვაო ფლოტში ჩაირიცხა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ახალგაზრდა ბიჭებს სექსში თანხას სთავაზობდა, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მომდევნო წლებში , ის , სულ მცირე, სამჯერ დააპატიმრეს ბავშვების შეურაცხყოფისა და შეურაცხყოფის მცდელობებისთვის. 1984 წელს დოდი ცხრა წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს, მაგრამ მოსამართლემ მას ათწლიანი სასჯელი ოთხ თვემდე შეუმცირა, რადგან კაცი თერაპიის გავლას დათანხმდა.

სამწუხაროდ, დოდიმ აღიარა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მკურნალობას ამთავრებდა, ის ბავშვებზე ძალადობას განაგრძობდა. მისი დანაშაულებრივი მოთხოვნილებები კი დროთა განმავლობაში სულ უფრო მძაფრდებოდა.

1989 წლისთვის დოდიმ დანაშაულის დაგეგმვა დაიწყო. კაცი შემზარავ გეგმებს დღიურში აღწერდა. იქვე წერს, რომ მან სანატანსთან შეთანხმება დადო - "ახლა ვთხოვე სატანას, რომ 6-10 წლის ბიჭი მომაწოდოს, რათა ვეთამაშო, გავაუპატიურო, სურათები გადავუღო, მოვკლა და ოპერაცია ჩავუტარო," - წერდა დოდი.

1989 წლის 3 სექტემბერს კაცმა პარკიდან ბავშვის გატაცება დაგეგმა. ჩანაწერის მიხედვით, მას ბავშვის სახლში წაყვანა სურდა, რათა მისი გაუპატიურებისთვის მეტი დრო ჰქონოდა. მეორე საღამოს, ის ერთ-ერთ პარკში, ბუჩქებში დაიმალა და მსხვერპლის შერჩევა დაიწყო. მან მალევე 11 წლის კოულ ნიერი და მისი 10 წლის ძმა უილიამი შენიშნა. დოდიმ ისინი დაარწმუნა, რომ მასთან ერთად ტყეში წასულიყვნენ, რის შემდეგაც ორივე მათგანი დანით დაჭრა და გაიქცა. ბავშვების ცხედრები მათი მკვლელობიდან 15 წუთში მოლაშქრე თინეიჯერებმა აღმოაჩინეს.

მომდევნო მკვლელობა მან 29 ოქტომბერს ჩაიდინა. იმ დღეს მან ოთხი წლის ლი ისელი სათამაშო მოედნიდან გაიტაცა და მაკდონალდსსა და კეიმარტში წაიყვანა, სადაც სათამაშოები უყიდა. შემდეგ კი ბავშვი სახლში მიიყვანა, სადაც მასზე სექსუალურად იძალადა და შიშველი ფოტოებიც გადაუღო. ბიჭს საბოლოოდ ჩაეძინა, მაგრამ დოდმა გააღვძა და უთხრა, რომ მას დილით მოკლავდა. კაცმა მართლაც გამთენიისას მოკლა ბავშვი. ჯერ მისი დახრჩობა დაიწყო, რა დროსაც ლიმ გონება დაკარგა, შემდეგ კი გამოაფხიზლა და კარადაში ჩამოახრჩო. მან მოკლულ ბავშვს სურათები გადაუღო, რის შემდეგაც გვამი ვანკუვერის ტბის ახლობლად გადააგდო. კაცმა ფოტოებთან ერთად, ლი ისელის Ghostbusters-ის საცვლები სახლში შეინახა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი მალევე აღმოაჩინეს, რამაც მკვლელის ძებნა გამოიწვია, დოდზე ეჭვი არავის აუღია. ის მართლმსაჯულებისგან თავის არიდებას ნამდვილად მოახერხებდა, კიდევ ერთხელ რომ არ ეცადა ბავშვის გატაცება.

ლი ისელის მკვლელობიდან სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, უესლი კინოთეატრში შევიდა. როდესაც შუქი ჩაქრა, მან ბნელ ოთახში მსხვერპლის მოძებნა დაიწყო. მან მალევე შეამჩნია ექვსი წლის ჯეიმს კირკი, რომელიც მარტო მიდიოდა საპირფარეშოში და მას გაჰყვა. კაცმა ბავშვი მხარზე გადაიგდო და შენობის დატოვება სცადა, მაგრამ კირკმა ყვირილი დაიწყო, რამაც ხალხის ყურადღება მიიქცია.

დოდი ადგილიდან გაიქცა, მაგრამ მისი მანქანა კინოთეატრიდან რამდენიმე კვარტალის მოშორებით გაფუჭდა, რის გამოც ბავშვის მამინაცვალმა მისი კინოთეატრში მიყვანა მოახერხა, სადაც ის ქამრით დააბეს და პოლიციის მოსვლამდე შეაკავეს.

პატიმრობაში მყოფმა დოდმა თავადვე აღიარა ყველა დანაშაული და რაც უნდა უცნაური იყოს, სიკვდილით დასჯა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში, ის კვლავ გააგრძელებდა მკვლელობებს. როგორც ჩანს, უესლის კარგად ესმოდა, რომ სისტემამ მისი დროულად შეჩერება ვერ შეძლო. "თუ გაქცევას ან ციხიდან გამოსვლას შევძლებ, აუცილებლად გავაგრძელებ ბავშვების გაუპატიურებასა და მკვლელობებს და ამის ყოველი წუთით ვისიამოვნებ",- თქვა მან სასამართლოზე.

საბოლოოდ, უესლი ალან დოდის სურვილი ასრულდა და ის 1993 წლის 5 იანვარს სიკვდილით დასაჯეს.