1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ზვიად ბოლქვაძე ინტერნეტში “შემთხვევით” გადააწყდა მიხეილ დვალიშვილის ლექსს, რომელიც ამ გარდაცვლილ შინდისელ მეომარს ჯიბეში დაფლეთილი უპოვეს. მაშინ მიშიკო 21 წლის იყო. ლექსებს წერდა და როგორც ხშირად ამბობდა, საქართველო სიგიჟემდე უყვარდა.
დაფლეთილი ლექსი ზვიადმა ისე აქცია გულში ჩამწვდომ ძარღვიან სიმღერად, რომ მანამდე გმირების ისტორია ასე დეტალურად არ სცოდნია, არც ფილმი “შინდისი” ჰქონია ნანახი.
“შარშან, აგვისტოს დღეებში წავიკითხე, რომ თურმე ლექსებს წერდა, ბავშვობიდან მამის კვალს მიჰყვებოდა, ჯარისკაცის ფორმით დადიოდა, გამორჩეული, პატრიოტული სულისკვეთების ბიჭი ყოფილა. მერე ეს ლექსიც წავიკითხე და… არც მიფიქრია, მაშინვე ვიმღერე! ისეთი ფორმით გავაკეთე, თითქოს თვითონ მღერის დანარჩენ შინდისელებთან ერთად. სხვა შინდისელები, თითქოს ბანს აძლევენ. წაიკითხეთ სრულად