დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„პრაიმტაიმის“ არქივში არის ექსკლუზიური ინტერვიუ იცხაკ ილანთან, რომელიც ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილეა.
თუმცა, სანამ მასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ცოტა რამ მისი ბიოგრაფიიდან:
იცხაკ ილანი 1995-1997 წლებში ღაზას ზონის კონტრტერორიზმისა და ოპერაციების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ - იეჰუდას რეგიონის დამკითხველთა დეპარტამენტის უფროსი. 2000 წელს სამარიის რეგიონის უფროსი, ბრიგადირ-გენერლის წოდებით, 2004-2006 წლებში - ისრაელის უშიშროების სააგენტოს დაკითხვების განყოფილების უფროსი. 2006-2008 წლებში - არაბულ/ირანული კონტრტერორიზმისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი. 2008-2010 წლებში - არა არაბულ/ირანული კონტრტერორიზმისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი. 2010-2011 წლებში - ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილე.
ასევე დაგაინტერესებთ: საზარელი დანაშაული - დააკავეს დედა, რომელმაც შეყვარებულთან ერთად, საკუთარი შვილი გააუპატიურა
მას უამრავი ანტიტერორისტული ოპერაცია აქვს განხორციელებული და დაკავებული და დაკითხული ჰყავს ცნობილი ტერორისტები.
ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს იცხაკ ილანის ინტერვიუდან, რომლის სრულ ვერსიას „პრაიმტაიმი“ რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ.
ამბავი ტერორისტის, მეტსახელად ინჟინერის ლიკვიდაციას შეეხება:
„იხიე ყაიაში, ეგრედ წოდებული „ინჟინერი“, პალესტინელი ტერორისტი იყო, რომელმაც პირველმა დაიწყო თვითმკვლელობის ტერაქტების განხორციელება. ისრაელის ასობით მოქალაქე გახდა მისი მსხვერპლი. 1995 წელს, როცა იგრძნო, რომ მის ირგვლივ ალყა ვიწროვდებოდა, გაიქცა ღაზას სექტორში და გააგრძელა აქტიურობა ტერაქტებში.
მისი ლიკვიდაციის ბრძანება იცხაკ რაბინმა გასცა, ოღონდ ამის გამო ღაზაში შესვლა, ან „ხელის ანაბეჭდის“ დატოვება აკრძალა. მე ვიყავი ამ ძალიან რთული ოპერაციის უფროსი, რომელიც ნახევარ წელიწადს გაგრძელდა: ჩვენ შევძელით ხელის ტელეფონის გადაქცევა ბომბად, შევძელით ამ ტელეფონის შეტანა ყაიაშის ახლო გარემოცვაში და „ვაიძულეთ“ ყაიაში, რომ ამ ტელეფონით დაერეკა თავის მამასთან. ავაფეთქეთ სწორედ საუბრის დროს. ყაიაში ადგილზევე გარდაიცვალა. სხვა არავინ დაზიანებულა. ეს მოხდა 1996 წლის 5 იანვარს, დილის 8 საათზე. დღემდე ეს ოპერაცია ითვლება ერთ-ერთ გამბედავ და უჩვეულო ოპერაციად“ - უამბობს „პრაიმტაიმს“ იცხაკ ილანი.
ასევე დაგაინტერესებთ: „მეუღლემ სექსის დროს, მოწმედ თავზე ოჯახის წევრები დამაყენა...“ - რას იხსენებს მზია გეწაძე