შობის ღამეს ხანძარში დაღუპული 5 და-ძმა და ერთი მათგანის იდუმალებით მოცული წერილი, დაღუპვიდან 23 წლის შემდეგ 

დაკარგულები

1945 წლის შობის ღამეს სოდერების  სახლში ხანძარი გაჩნდა. წყვილმა და ოთხმა შვილმა მოახერხეს ქუჩაში გადახტომა, მაგრამ კიდევ ხუთი და-ძმა დარჩა შიგნით. ისინი გარდაცვლილად გამოცხადდნენ და პოლიციამ საქმე სწრაფად დახურა. თუმცა, მშობლები მომხდარის გაანალიზებისას მიხვდნენ: ბავშვები ხანძარში არ დაღუპულან, ისინი გაიტაცეს. 23 წლის შემდეგ კი მათ მიიღეს იდუმალი წერილი...

ბოლო დღესასწაული ერთად

სოდერებმა შობა 1945 წლის საბედისწერო დეკემბერში ჩვეულებისამებრ აღინიშნეს. ჯენიმ, მისმა ქმარმა ჯორჯმა და შვილებმა (უფროსი 23 წლის, ხოლო უმცროსი 2 წლის) სახლი მორთეს და სადღესასწაულო სუფრა გაშალეს. მარიონმა და-ძმებს მაღაზიიდან მოტანილი სათამაშოები დაურიგა, სადაც დედა მუშაობდა, ხოლო დედამ ბავშვებს ნება მისცა, უფრო დიდხანს ეთამაშათ და ჩვეულებრივზე გვიან დაეძინათ.

შუაღამისას, როცა ყველა უკვე ოთახებში იყო წასული, პირველ სართულზე ტელეფონმა დარეკა. მძინარე ჯენი საწოლიდან წამოდგა და ტელეფონი აიღო, მაგრამ არავინ უპასუხა. არასწორი ნომერი, გაიფიქრა ქალმა. საძინებლისკენ მიმავალ გზაზე მან შეამჩნია, რომ პირველ სართულზე შუქი ანთებული იყო, შესასვლელი კარი კი გახსნილი. გასაღები გადაატრიალა, შუქი გამორთო და საწოლში დაბრუნდა.

ერთი საათის შემდეგ ქალი სახურავზე კაკუნმა გააღვიძა - ხმა სხვენიდან ისმოდა, სადაც ორ ვაჟს ეძინა. ჯენიმ რამდენიმე წამი მოუსმინა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ მოეჩვენა და ისევ დაიძინა. ნახევარი საათის შემდეგ ჯენიმ მესამედ კვამლის სუნმა გააღვიძა. საძინებლიდან გაიხედა და დაინახა, რომ სახლი ცეცხლის ალში იყო. ქალმა ქმარს უბიძგა და ერთად მისცვივდნენ ბავშვების გასაღვიძებლად.

ხანძარი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, სოდერსმა მეორე სართულზე ასვლა ვერ შეძლო და მათ მხოლოდ ოთხი და-ძმის - მათ შორის - ორი წლის სილვიას გამოყვანა მოახერხეს, რომელსაც მათთან ეძინა, ასევე  მარიონი და ორი უფროსი ვაჟი - ჯონი და ჯორჯ უმცროსი. მარიონი მეზობლებთან გაიქცა მეხანძრეების გამოსაძახებლად. მამა სასოწარკვეთილი შევარდა შენობაში. ცდილობდა კიბის პოვნას, მაგრამ ის გაქრა. შემდეგ მამაკაცი სატვირთო მანქანებთან მივარდა, რომ ერთ-ერთ მათგანზე ამძვრალიყო მანქანის სახურავიდან მეორე სართულის ფანჯარაში გადსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა.

სახანძრო განყოფილება ტელეფონს არ პასუხობდა: ყველა თანამშრომელი სახლში წავიდა შობის აღსანიშნავად. სოდერს და შეკრებილ მეზობლებს მხოლოდ იმის ყურება შეეძლოთ, როგორ იწვოდა სახლი.

დილით სახანძრო მანქანა მოვიდა, მაგრამ შენობიდან მხოლოდ ფერფლის გროვა იყო დარჩენილი. ხუთი შვილი - ბეტი, ჯენი, მორისი, მართა და ლუი - უკვალოდ გაუჩინარდა. ძალიან მალე გაჩნდა ოფიციალური ვერსია: ისინი ყველა დაიღუპნენ ხანძრის შედეგად.

თუმცა, სოდერები ამ განცხადებით არ დაკმაყოფილდნენ. ფაქტია, რომ ფერფლზე ნაშთები არ აღმოჩნდა. მალე ჯენი და ჯორჯი, რომლებიც განმეორებით იხსენებდნენ იმ ღამის მოვლენებს, მიხვდნენ, რომ ეს უცნაურობა ერთადერთი არ იყო.

გადაჭრილი სატელეფონო მავთული და საეჭვო ვიზიტორები

პირველი არის სატელეფონო ზარი, რომელიც მოხდა ტრაგედიამდე ორი საათით ადრე. ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი გაყვანილობა დაასახელეს, მაგრამ ჯენის ნათლად ახსოვდა, რომ პირველ სართულზე შუქი ღამის საათებში იყო ჩართული. ტელეფონის შემკეთებელმა უთხრა, რომ მათი სატელეფონო სადენი უფრო გადაჭრილი იყო, ვიდრე დამწვარი. დაკარგული კიბე იპოვეს 20 მეტრზე მეტ მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც ჩვეულებრივ ინახებოდა და არცერთ ოჯახს ის არ წაუღია.

მაგრამ მთავარი, რაც ჯენის არ ასვენებდა, იყო ბავშვების ნაშთების არარსებობა. მან დაიწყო საკუთარი ექსპერიმენტების ჩატარება: დაწვა ქათმების, ძროხების და ღორების ძვლები, რათა ენახა, როგორ იმოქმედებს ცეცხლი მათზე. ეს საკმარისი არ ჩანდა: ქალი ესაუბრა კრემატორიუმის თანამშრომლებს და უთხრეს, რომ ძვლები ინახება მას შემდეგაც, რაც სხეულები იწვებიან, ორი საათის განმავლობაში, 2000 გრადუს ფარენჰეიტზე (დაახლოებით 1090 გრადუს ცელსიუსზე). მაგრამ სოდერების სახლი დაიწვა მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში!

ყველა ამ დეტალმა დაარწმუნა ჯენი და ჯორჯი, რომ მათი შვილები გაიტაცეს და არა - მოკლეს. ხანძარი, სავარაუდოდ, ფაქტის დამალვის მიზნით იყო მოწყობილი.

 

სოდერების უფროსმა ვაჟებმა თქვეს, რომ შობის წინ მათ დაინახეს საეჭვო მამაკაცი, რომელიც გაჩერებული მანქანიდან ყურადღებით აკვირდებოდა ეზოში თამაშს. ჯორჯს გაახსენდა, რომ წინა დღით სახლს კიდევ ერთი უცნაური კაცი უტრიალებდა და როცა ჰკითხეს, რას აკეთებდა, მან თქვა, რომ სამსახურს ეძებდა. და შემდეგ მან დაამატა, რომ მან შენიშნა გაუმართავი მცველები, რომლებიც შესაძლოა, აფეთქდეს. სოდერს ეს გაუკვირდა: სახლი სულ ახლახან გარემონტდა და ელექტრო ღუმლის დამმონტაჟებელმა სპეციალისტებმა დაარწმუნეს, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა.

იყვნენ მოწმეებიც, რომლებმაც დაადასტურეს სოდერის ჰიპოთეზა. ავტობუსის მძღოლმა ჯორჯთან საუბარში შემთხვევით აღნიშნა, რომ იმ ღამეს დაინახა, რომ ვიღაცამ მათი სახლის სახურავზე „ცეცხლის ბურთები“ ისროლა. ქალმა, რომელიც სასტუმროს მმართველი იყო  ჯენისა და ჯორჯის სახლიდან რამდენიმე მილის დაშორებით, თქვა, რომ ის ბავშვებს ხანძრის შემდეგ, დილით შეხვდა. მისი თქმით, მათ თან ახლდა ორი ქალი და ორი მამაკაცი. უფროსები მტრულად განწყობილნი იყვნენ და ხელს უშლიდნენ მოზარდებს, სასტუმროში ვინმეს გამოლაპარაკებოდნენ.

სოდერსის გამოძიება

1947 წელს სოდერსმა FBI-ს წერილი გაუგზავნა ხუთი ბავშვის გაუჩინარების შესახებ. პასუხში ნათქვამია, რომ საქმე ბიუროს იურისდიქციაში არ შედიოდა, მაგრამ სააგენტო დათანხმდა დახმარებას, თუ მას ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა ექნებოდა.  ფაიეტვილის პოლიციამ და სახანძრო განყოფილებებმა უარყვეს შეთავაზება.

1949 წლის აგვისტოში სოდერსმა გააგრძელა საკუთარი გამოძიების ჩატარება, ქალაქში პათოლოგოანატომი, ოსკარ ჰანტერი მოიყვანეს. მან ხანძრის ადგილზე საფუძვლიანი გათხრები ჩაატარა და ხერხემლის რამდენიმე ფრაგმენტი აღმოაჩინა. ჰანტერმა აღმოჩენა სმიტსონის ინსტიტუტში გაგზავნა. მისი კვლევის შედეგად გამოქვეყნდა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ ძვლები ეკუთვნის ახალგაზრდას, რომელიც სოდდერის დაკარგულ შვილზე უფროსია და ნაშთებზე ცეცხლის კვალი არ არის. ექსპერტებმა ასევე თქვეს, რომ ხუთი ბავშვის ყველა ჩონჩხი უნდა ყოფილიყო შემონახული და არა მხოლოდ ხერხემლის ოთხი მალა.

სმიტსონის ანგარიშის შემდეგ კიდევ ორი ​​სასამართლო სხდომა გაიმართა. საბოლოო ჯამში, დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორმა, ოაკი პატესონმა და პოლიციის ზედამხედველმა, ბურშეტმა განაცხადეს, რომ სიმართლის დადგენის მცდელობები უიმედო იყო და საქმე დაიხურა. ამან ვერ შეაჩერა სოდერსის წყვილი: ისინი განაგრძობდნენ სიმართლისა და დაკარგული ბავშვების ძებნას.

ჯორჯმა და ჯენიმ მოაწყვეს ბილბორდი და დაბეჭდეს ფლაერები. დაჰპირდნენ 5 000 დოლარის ჯილდოს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარებოდა ბავშვების პოვნაში. თანხა მალე 10 000-მდე გაზარდეს, თუმცა შედეგი ვერ მიიღეს.

უცნაური წერილიბ 23 წლის შემდეგ

საბედისწერო შობიდან 23 წლის შემდეგ, 1968 წელს, ჯენიმ მიიღო წერილი. მასში იდო ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო, ხელმოწერილი: „ლუის სოდერი. მე მიყვარს ძმა ფრენკი. Illil Boys. A90132 ან 35“ სურათზე გამოსახული ახალგაზრდა ნამდვილად ჰგავდა სოდერის შვილს: აწეული მარცხენა წარბი, ხვეული თმა, მუქი თვალები... არც ფოტოზე და არც კონვერტზე დასაბრუნებელი მისამართი არ იყო.

ოჯახმა ვერ გაბედა წერილის ადგილობრივ გაზეთებში გამოქვეყნება. ზიანის მიყენების ეშინოდათ, რადგან ვინც გამოგზავნა, აშკარად ცდილობდა ადგილსამყოფლის დამალვას. ჯენიმ და ჯორჯმა დაიქირავეს დეტექტივი, რომელმაც შტამპიდან გაარკვია, რომ კონვერტი კენტუკიდან იყო. თუმცა დეტექტივმა ვერ იპოვა გამგზავნი და ვერც ფოტოდან ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა დაადგინა. მშობლებმა ეზოში ბანერი ახალი ფოტოთი განაახლეს და ლოდინი განაგრძეს.

იმავე წელს ჯორჯ სოდერი გარდაიცვალა. ჯენიმ მას 21 წლით გადააჭარბა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალს შავი ტანსაცმელი ეცვა და დაკარგული ქალიშვილებისა და ვაჟების ძებნას განაგრძობდა. ოჯახში უმცროსი სილვია სოდერი 2021 წელს გარდაიცვალა. სოდერის შვილიშვილები აგრძელებენ ნათესავებთან შეხვედრის იმედს: ისინი ამოწმებენ ვებგვერდებს, სადაც მოცემულია ინფორმაცია დაკარგული და ნაპოვნი ადამიანების შესახებ და ურთიერთობენ დეტექტივებთან, რომლებიც მუშაობენ სოდერის საქმეზე საკუთარი ინტერესებისთვის. თუმცა ჯენისა და ჯორჯის შვილების გაუჩინარების საიდუმლო დღემდე ამოუცნობი რჩება.