დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქალაქ ახტირში უძველესი დროიდან არსებობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამრევლო ეკლესია , სადაც 1739 წლიდან ქველმოქმედი და ღვთისმოსავი მღვდელი, დანიელ ვასილიევი მოღვაწეობდა.
ერთ დღეს ბოსტანში თიბავდა, მაგრამ ცელის ორჯერ მოქნევაც ვერ მოასწრო, რომ ბალახში ხატი შენიშნა... მასზე გამოსახული დედა ღვთისა ჯვარცმული უფლის წინაშე ლოცულობდა და გამოუთქმელი სინათლით იყო გაბრწყინვებული...
ღვთის შიშით აღვსილმა მღვდელმა პირჯვარი გამოისახა და ლოცვა იწყო... მხურვალედ ილოცა, ხატის წინ სამი დიდი მეტანია აღასრულა, შინ წააბრძანა და საპატიო ადგილიც მიუჩინა...
სამი წლის მანძილზე ხატი მის სახლში იმყოფებოდა. შინაურებმა მალევე შენიშნეს, რომ გაურკვეველი შიშის გამო იმ ოთახში, სადაც ხატი იმყოფებოდა, ღამის გათევა შეუძლებელი იყო...
სამი წლის შემდეგ ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე მღვდელი ოთახში შევიდა და პირვანდელივით განაცვიფრა ხატიდან გარდამომავალმა ძლიერმა ნათებამ... ეს მოვლენა რამდენჯერმე განმეორდა, მაგრამ მღვდელი ლოცულობდა და ამის შესახებ დუმდა. ერთ დღეს სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც ხატის მტვრისაგან გათავისუფლება უბრძანა... მღვდელს იგი სუფთა წყლით უნდა განებანა და საფარველი ჩამოეფარებინა...
გაღვიძებისთანავე მტვერი მოაცილა და წყლით განბანა, ნაბანი წყალი ჭურჭელში შეაგროვა და დილისთვის მის მდინარეში გადაღვრას აპირებდა, მაგრამ ღამით ესიზმრა, თითქოს მდინარისკენ მიდიოდა, წყლიანი ჭურჭელი გადასაღვრელად მიჰქონდა, გზად კი კვლავ დედა ღვთისა გამოეცხადა და უბრძანა: - "შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო..."
მღვდლის ქალიშვილს, დიდი ხანი იყო, რაც ციება ტანჯავდა, როგორც კი გამოეღვიძა, დასალევად ეს წყალი მისცეს და იგი მყისიერად განიკურნა... ამ ამბის შემდგომ ღვთისმშობელს ყველა ციებით შეპყრობილი მიმართავდა და წყლის მიღებისთანავე იკურნებოდნენ... ხატი მღვდლის ოჯახში კიდევ სამ წელიწადს დარჩა.
ერთ დღეს მამა ვასილმა შენიშნა, რომ ხატზე საღებავებს ბზარები გაუჩნდა, ხატმწერი მოიწვია და მისი აღდგენა მიანდო... ამ უკანასკნელმა ხატი შინ მიაბრძანა და საპატიო ადგილას მოათავსა, სურდა, მუშაობას ორიოდ დღეში შესდგომოდა, მაგრამ ღამით მისგან გამომავალმა ხმამ გააღვიძა: - "ადექი, ხატის უკან დაბრუნების დრო დადგა, უკეთესად შენ მას ვერ შეაკეთებო..."
შეშინებულმა ხატმწერმა გათენებისთანავე ხატი მღვდელს დაუბრუნა და მისგან გარდამომავალი ხმის შესახებაც უამბო... ამის გამგონე მღვდელმა ამჯობინა, ხატი სამრევლო ტაძარში წაებრძანებინა, სადაც იგი სასწაულებრივად გაბრწყინდა...
იოანეს, რომელსაც ხატი უნდა აღედგინა, ციებით გატანჯული ყრმა ჰყავდა. როდესაც ახტირის ღვთისმშობლის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ შეიტყო, ხატი განბანა და წყალი ბავშვს დაალევინა, რომელიც მყისვე გამოჯანმრთელდა...
ყველა, ვინც რწმენით მიმართავდა ღვთისმშობელს, სასწაულებრივად იკურნებოდა. განსაკუთრებით საგულისხმოა ერთი ისტორიულად სარწმუნო გადმოცემა: - გენერალ ვეიდერის მეუღლე ელისაბედი ახტირში ჩავიდა და მხურვალედ ევედრა ღვთისმშობელს, რომ განეკურნა. მომდევნო ღამეს დედა ღვთისა იხილა, რომელმაც აუწყა: - "ამაოდ ითხოვ კურნებას, ეს შენ არ გჭირდება, რადგან მალე ამ ქვეყანას დატოვებ... შენი ქონება ეკლესიებსა და უპოვართ გაუნაწილე, რადგან ეს მსხვერპლი შენივე სულის საოხი იქნებაო..."
სნეულმა უპასუხა: - "ღვთის დედაო, მე შვილები მყავს და თუ ქონებას დავარიგებ, ისინი სიღატაკეში აღმოჩნდებიანო...", რაზეც პასუხად მიიღო: - "შვილებზე ნუ ზრუნავ, მე მუდამ მათი მფარველი ვიქნები, შენ კი ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვლები, განსვლისათვის მოემზადე და ქონების გაცემა ისწრაფე, რათა შენი ხსნისათვის ილოცონო..."
დედა ღვთისა გაუჩინარდა, ავადმყოფმა გამოიღვიძა, სულიერი მოძღვარი იხმო და ყოველივე ამცნო... ხუთი დღის შემდეგ კი მშვიდობით აღესრულა...
როდესაც იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ ამ სასწაულებრივი მფარველობის შესახებ შეიტყო, მის ორ ქალიშვილზე მეურვეობა იკისრა და შემდგომ გაათხოვა კიდეც, - ერთი ცოლად გრაფ პალენს გაჰყვა, მეორე კი - გრაფ ჩერნიშევს.
სასწაულთმოქმედი ხატი ხარკოვის გუბერნიაში, ქალაქ ახტირის საკათედრო ტაძარში იმყოფება. მასზე გამოსახული ღვთისმშობელი ჯვარცმული უფლის წინაშე ლოცულობს...
ასევე ნახეთ:
2000 და 5000 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც ამ უკანონო საქმიანობას ჩაიდენს
„ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...“ - ამბავი გოგოსი, რომელიც ქვეყანას სასწაულებრივად მოევლინა